მთავარისიახლეებიპოლიტიკაროცა პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ კონსტიტუციისა არაფერი იცის

როცა პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ კონსტიტუციისა არაფერი იცის

Published on

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წერილობით მიმართვაზე  პასუხს ავრცელებს

საქმე ეხება “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, მიერ 2020 წლის 11 დეკემბერს, Facebook-ის პირად გვერდზე პრეზიდენტის შესახებ გამოქვეყნებულ პოსტს. 

ქარტიის პასუხში ვკითხულობთ, რომ “სოციალურ ქსელში გავრცელებული პირადი მოსაზრება მედიაპროდუქტს არ წარმოადგენს”; შესაბამისად, ქარტიის საბჭო ვერ შეაფასებს ნიკა გვარამიას სტატუსს.

“ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე, რადგან ასეთი განცხადებები საფრთხეს უქმნის ქართული სახელმწიფოს დემოკრატიულობას”, – ვკითხულობთ ამავე განცხადებაში.

შეგახსენებთ, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას წერილით მომართა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, რომელიც ითხოვს, ქარტიამ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში რეაგირება მოახდინოს ტელეკომპანია „მთავარი არხის” დამფუძნებლის ნიკა გვარამიას მიერ, 2020 წლის 11 დეკემბერს, Facebook-ის პირად გვერდზე, პრეზიდენტის მიმართ გამოქვეყნებულ “შეურაცხმყოფელ და ყოვლად მიუღებელ” პოსტთან დაკავშირებით. ქარტიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან წერილი 16 დეკემბერს მიიღო.

სიახლეები

ოცნება BBC-ის წინააღმდეგ მესამე საჩივარს ამზადებს

"აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა ყოფილა კოშმარი. არ ვიცი რა პირით გვესაუბრებიან რაიმე...

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია. თბილისში მიმდინარე ტურნირის ფინალში ლიპარტელიანმა ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა და ოქროს...

ოპოზიციის ალიანსი ფასების შემცირებასთან დაკავშირებით გეგმას აქვეყნებს

დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ შეეხო გაზრდილი ფასების პრობლემა. ეს ხდება იმიტომ,...

სააპელაციომ 11 დემონსტრანტის საქმეზე საქალაქოს გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლოში ჯგუფური ქმედების საბაბით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი,...