მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: შეიძლება, გარკვეულ საკითხებში არ დავეთანხმო, მაგრამ, ნიკა გვარამიას...

მიხეილ სააკაშვილი: შეიძლება, გარკვეულ საკითხებში არ დავეთანხმო, მაგრამ, ნიკა გვარამიას პირდაპირობა და თავგანწირვა პატივისცემას იმსახურებს

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ის, შეიძლება, გარკვეულ საკითხებში, მაგალითად, უცხოელების შეფასებაში, “მთავარი არხის” დირექტორს, ნიკა გვარამიას არ დაეთანხმოს, მაგრამ, მისი აზრით, ნიკა გვარამიას პირდაპირობა და თავგანწირვა პატივისცემას იმსახურებს.

“ნიკა გვარამიამ თქვა, რომ საქართველოს ინტერესებს რაც ეხება, მე რასაც ვფიქრობ, იმას ვიტყვი – სულ არ მაინტერესებს, ეს მიღებულია თუ არამიღებულია, პოლიტიკურად კორექტულია თუ არაკორექტულია, დავიჩაგრები თუ არ დავიჩაგრები, აი, ეს არის თავგანწირვა. ახლა ყველამ თუ თავის კომფორტზე ვიფიქრეთ, და ფეხი ფეხზე გადავიდეთ, ჩვენ, შეიძლება, ვცდებოდეთ კიდევაც, მაგრამ ხალხს უნდა დავანახოთ, რომ ხალხის გამო ყველაფერზე წამსვლელი ვართ”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი მთავარი არხის ეთერში.

მიხეილ სააკაშვილმა გადაცემაში, ასევე, ივანიშვილის ტაქტიკაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციის პარლამენტში შეტყუებას სხვადასხვა მეთოდით ცდილობს.

“გუშინ მე მესაუბრნენ ეროვნული ინსტიტუტის ლიდერის წარმომადგენლები. თქვეს, რომ ამ ინსტიტუტის 90% ივანიშვილის წინააღმდეგაა, მაგრამ თქვეს, რომ ვერც წარმოიდგენთ, როგორი მეთოდებით მიდის შანტაჟი და დაშინება. მე ვიცი, რა მეთოდებითაც მიდის – კადრებით, გადაღებით, მოსყიდვით, ფიზიკური შეშინებით.. მაგრამ, თქვეს, რომ 90% არის ხალხის მხარეს”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

სიახლეები

ისრაელის საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანში “დაღამდა” და “ნავთობის წვიმასაც” ელოდებიან

აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ირანის სანაპიროსთან ახლოს ატომური ავიამზიდები განათავსეს. ისრაელი ჰაერიდან იერიშებს...

ირანს ახალი სულიერი ლიდერი ჰყავს, ვინაობა არ სახელდება

ირანის სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეამ ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერი აარჩია, თუმცა არჩეული პირის ვინაობა ჯერჯერობით...

რა თქმა უნდა, ბიძინას ნაკლი არა აქვს, რომ არ მჯეროდეს, ამდენ ბულინგს ვერ გავუძლებდი – შალვა რამიშვილი

"ქართული ოცნების" პროპაგანდისტი, ქრთამის მიცემისა და გარყვნილი ქმედებისთვის მსჯავრდებული, "პოს ტვ"-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი და...

გორში იარაღით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს – “ქართლის ამბები”

გორში, სოფელ სვენეთში, იარაღიდან გასროლით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია...