მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: ჩემთვის არ იყო მოულოდნელი, რომ პარტიის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია...

მიხეილ სააკაშვილი: ჩემთვის არ იყო მოულოდნელი, რომ პარტიის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა. მთავარია რომ ოპოზიცის ძირითადმა მოთამაშეებმა ვაშაძის ჩათვლით ერთობლივად თქვეს უარი საპარლამენტო მანდატებზე

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, “მთავარ არხზე”, გადაცემაში “მთავარი დებატები” ამბობს, რომ მისთვის არ იყო მოულოდნელი, რომ პარტიის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა. მისი თქმით, ვაშაძე დაღლილი იყო პოლიტიკით და ყველას არ შეუძლია, ბრძოლის წინა ხაზზე იყოს.

“არ იყო მოულოდნელი, რომ გრიგოლ ვაშაძე დაღლილი იყო პოლიტიკით. არ იყო მოულოდნელი, რომ ბრძოლის ამ ეტაპისთვის, რომელიც არის ბრძოლა პრაქტიკულად მთელი ქვეყნის მასშტაბით; ბრძოლა დაკავშირებული სამოქალაქო დაუმორჩილებლობასთან, უსამართლობასთან, ბრძოლა ბოლომდე შეუთავსებოლობასთან და არაღიარებასთან უკანონო რეჟიმის, რომელმაც მოიპარა არჩევნები საქართველოში, ყველა ადამიანს არ შეუძლია და ვერ მოთხოვ, რომ ამ ბრძოლის წინა ხაზზე იყოს, მიუხედავად ყველანაირი დამსახურებისა”, — განაცხადა მან მთავარი არხის ეთერში.

მიხეილ სააკაშვილი მთავარ მოვლენად მიიჩნევს იმას, რომ ოპოზიცის ძირითადმა მოთამაშეებმა, მათ შორის გრიგოლ ვაშაძემაც, ერთობლივად თქვეს უარი საპარლამენტო მანდატებზე.

“ივანიშვილი უახლოეს კვირეებში ჩალიჩობს, რუსებთან ერთად, რომ ჰააგის საერთაშორისო სისხლის  სამართლის სასამართლომ გაამტყუნოს ქართველი სამხედროები 2008 წლის ომში, იქ გაურევენ ვიღაცებს, ეთნიკურ ოსებსაც, მაგრამ ეს არაა მნიშვნელოვანი. იმედია, ვერ მიაღწევენ ამას, მაგრამ ყველა ნაბიჯს დგამენ აქეთკენ. საქართველო, პრაქტიკულად, ყველა მხრიდან არის უზარმაზარი შეტევის ქვეშ და ამ მოცემულობაში, ჩემთვის მეათეხარისხოვანია, ვის რა ტიტული აქვს”, – ამბობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი “მთავარ დებატებში”.

სიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო რეჟიმმა ტყვარჩელის რაიონის, სოფელ ოქუმში საქართველოს მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის...

კალაძე მოსკოვის მექანიზმზე-ეს არის სრული ბოდვა

ეს არის სრული ბოდვა. მე მგონი, ყველა კარგად ვხვდებით თუ რატომ დაიწყო ეს ყველაფერი,...

შესაძლოა დამოუკიდებელი სამაუწყებლო არხების დახურვა გამოიწვიოს – TI კომკომის განცხადებაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებით, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს ემუქრება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ...

ეს არის მოსკოვის მექანიზმის მანდატიდან გასვლა – მახაშვილი ეუთო/ოდირის ანგარიშზე

ივანიშვილის დეპუტატი, ლევან მახაშვილი ეუთო/ოდირის ანგარიშს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ესაა "აუხდენელი ოცნებების და...