საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი, გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს
ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე გახდა.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე გახდა. თუმცა, სავარაუდოდ, პრემიერმინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას სამთავრობო კაბინეტის ფორმირებაში ცვლილებების შეტანა მოუწევს, რადგან გოჩა ლორთქიფანიძე თან იუსტიციის მინისტრი და თან ჰააგის მოსამართლე ერთდროულად ვერ იქნება.
გოჩა ლორთქიფანიძე გიორგი გახარიამ მინისტრობის კანდიდატად 18 დეკემბერს წარადგინა