პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, ტვ ფორმულას ეთერში კიდევ ერთხელ ილაპარაკა მოლაპარაკებების პროცესზე და კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ევროპული საქართველო და დავით ბაქრაძე პროცესის ჩაშლის მცდელობაში.
,,გეუბნებით, რომ ბაქრაძე და მისი პარტია ცდილობდა შეთანხმების ჩაშლას და რა ვქნა ეხლა, პანტომიმა დავდგა, როგორ შლიდა ბაქრაძე მოლაპარაკებას? მოლაპარაკების პროცესის საბოტაჟს ეწეოდა. მაიმუნობდა, მაიმუნობდა, უპასუხისმგებლოდ იქცეოდა. მეტი რა ზედსართავი გითხრათ, ცუდად იქცეოდა, ძალიან ცუდად იქცეოდა.”
ელისაშვილს როგორც ჩანს მითიური ტროლების სარკის ნამსხვრევივით ჩაუვარდა თვალებში სოლიდურობით გამორჩეული დავით ბაქრაძე, რომლის მაიმუნობა თვით ხელისუფლებასთვისაც ძნელად დასაჯერებელია