მთავარისიახლეებიპოლიტიკააქ სააკაშვილებში რომ იყოს საქმე საერთოდ ავორთქლდებოდი და გავქრებოდი ოღონდ ჩემს ხალხს...

აქ სააკაშვილებში რომ იყოს საქმე საერთოდ ავორთქლდებოდი და გავქრებოდი ოღონდ ჩემს ხალხს რამე ეშველოს – მიხეილ სააკაშვილი

Published on

ჩვენ უნდა გავაკეთოთ ფართო კოალიცია. ჩვენ გვჭირდება ყველა პატარა ჯგუფი, ვინც მოსყიდვის ცდუნებას არ აყვება, ვინც არ გახდება ნაწილი ამ დიდი უღირსობის, რასაც ივანიშვილი უმზადებს ოპოზიციის ნაწილს, რის გამოც გადადო ამ დეპუტატების უფლებამოსილების გაუქმება .“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

ესენი არიან სრული “ბეზპრიძელშნიკები”. ჩემი დაცვის ყოფილი წევრს, რომელიც მეგობრებთან ერთად გემით გადაადგილდებოდა ყველა საერთაშორისო წესის დაცვით, გავარდნენ ზღვაში სტაცეს ხელი და გამოათრიეს, იმიტომ რომ დეკლარილებული იყო სახელი და გვარი. ჰყავთ ციხეში არაფრისთვის. უკაცრავად ყველაფერს ხომ საზღვარი აქვს, ტიპი აიყვანეს ტყვედ იმის გამო, რომ როდესღაც ჩემთან იყო დაკავშირებული და მიცნობს. ადამიანს ჩაგრავენ მხოლოდ იმის გამო, რომ მე მიცნობს. სააკაშვილში ხომ არაა საქმე. ადამიანებს ღირსეული ცხოვრება უნდათ, ძალიან დიდი უსამართლობა ხდება ქართველი ხალხის მიმართ, ძალიან დიდი უბედურება ხდება თითოეული მოქალაქის მიმართ. აქ სააკაშვილებში რომ იყოს საქმე საერთოდ ავორთქლდებოდი და გავქრებოდი ოღონდ ჩემ ხალხს რამე ეშველოს. ძალიან დიდ უსამართლობას ვუპირისპირდებით. ამ სიტუაციაში რაზე ვსაუბრობთ? “ნაციონალურ მოძრაობას” რეგისტრაციას თუ გაუუქმებენ, გააუქმონ, თუ დაფინანსებას ჩამოართმევენ, ჩამოართვან”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სიახლეები

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ვიზიტი დაიწყო. მაიკლ ო'ფლაერტი სამოქალაქო საზოგადოებას უკვე შეხვდა....

ვოლოდიმირ ზელენსკი ფრიდრიხ მერცს შეხვდება

Reuters- ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, დღეს გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს, შეხვდება. გამოცემა...

საიამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. სარჩელი...

14 აპრილი დედაენის დღეა

14 აპრილი დედაენის დღეა 1978 წლის 14 აპრილს თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა - მოქალაქეები...