მთავარისიახლეებიპოლიტიკაქურდს რომ უსმინო, დღეში ასჯერ გამოტყდება - რა წამოროშა განერვიულებულმა თეა წულუკიანმა...

ქურდს რომ უსმინო, დღეში ასჯერ გამოტყდება – რა წამოროშა განერვიულებულმა თეა წულუკიანმა რუსთავი 2-ის ეთერში

Published on

ქართული ოცნების დეპუტატი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ რუსთავი 2-ისგან სამართლიანობის სადარაჯოზე დგომის მოლოდინი აქვს — მან ჟურნალისტს უთხრა, რომ არხის დაბრუნებაში დიდი წვლილი აქვს.

“ჩვენ თქვენ დაგიბრუნეთ ის, რაც გეკუთვნოდათ, რუსთავი 2 ეკუთვნოდა ხალხს, მის მესაკუთრეს, ამაში იუსტიციის სამინისტროს ტიტანური შრომა დევს და მე თქვენგან მაქვს მოლოდინი იმისა, რომ იდგებით სიმართლის და სამართლიანობის სადარაჯოზე”, — ამბობს წულუკიანი. 

მთავარაი არხის გენერალური დირექტორი ნია გვარამია ფეისბუქზე გამოეხმაურა წულუკიანის აღიარებას , რომ ხალხისთვის რუსთავი 2-ისწართმევაში უდიდესი წვლილი ივანიშვილის ხელისუფლებამ შეიტანა:

,,ზოგიერთის სულელელური ბრალდებების მიუხედავად, მე არასდროს მითქვამს, რომ ბიძინამ იყიდა სტრასბურგის სასამართლო. მაგრამ, აგერ, ეთერში, თეა წულუკიანი ცდილობს ამის დამტკიცებას და რ2ის მიმტაცებლებისთვის ამის დაყვედრებას. წლები რომ იძახდნენ, ჩვეულებრივი დავაა ორ სუბიექტს შორის, ჩვენ რა შუაში ვართო, ისტერიკა დამართულმა წულუკიანმა, ხო არ გეჩვენებათ, რომ ვინმემ დაგიბრუნათ რ2, თუ არა ქართულმა ოცნებამო და იუსტიციის სამინისტროს ლომის წილი აქვს ამაშიო. ახლა უკვე სტრასბურგის სასამართლოს მოუწევს პასუხის გაცემა, როგორ, რატომ და რა ფორმით ჩარია უკანონოდ ორ სუბიექტს შორის დავაში მესამე დაინტერესებული მხარე.

ნუ თვალთვალს რომ თურმე ვიგონებ და ამ დროს ხან ჩემი ფარული ჩანაწერები საჯაროვდება და ხან ჩემი ცოლის და შვილის გადაადგილების ვიდეოს მიგზავნიან, ეს არაფერი. და ბოლოს, მოისმინეთ ახალი მუქარა: 09:52დან ტექსტი “მე კიდევ სხვა რაღაცეებს ვიტყვი, თუ ისინი არ გაჩერდებიან”.

მიდით, აბა თქვენ იცით, ვნახოთ ვინ მოგკითხავთ პასუხს ამ ღიად რეპრესიული ეთერისთვის.

ps ხო მართლა, არასდროს წულუკიანის ოჯახში, არც მშობლებთან და არც ბავშვებთან, არ შევვარდნილვართ. ამის არც ერთი მაგალითი არ არსებობს. ტყუის, როგორც ყველაფერ დანარჩენს.pps საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი საქართველოს პირველი რუსეთის რეზიდენტი პრეზიდენტია. და “ომი საქართველომ დაიწყოს” მთქმელზე ყველაფერს ვიტყვი, რაც მომესურვებს, თან ჩემ პირად ფბ სივრცეში, მით უმეტეს.- წერს ნიკაგვარამია

სიახლეები

რუსეთი საქართველოს გაზის და ნავთობპროდუქტების მიწოდების შეწყვეტით ემუქრება, თუ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდება

რუსეთიდან გაჟღერებულ მუქარაზე ივანიშვილის გუნდში პირველი კომენტარი კეთდება - ალუდა ღუდუშაური ირწმუნება, რომ ვერანაირი...

ხმაური და დაპირისპირება ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესზე

ხმაური და დაპირისპირება ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესზე. ხმაურის ფონზე მიმდინარეობს ამ წუთებში თბილისის საქალაქო...

ტრამპი- რუსეთსა და უკრაინას შეთანხმების მიღწევა შეუძლიათ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების მიღწევა კვლავ შესაძლებელია...

თუ საქართველო EU-ში გაწევრიანდება, არამეგობრული ქვეყნების სიაში შეყვანა მოგვიწევს – ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, რუსეთი "იძულებული იქნება" საქართველო არამეგობრული ქვეყნების...