17 დეკემბერს, ზუგდიდში სამედიცინო პერსონალის მხარდამჭერი, მადლობის გამომხატველი აქცია გაიმართება, რომელშიც ჩართვის შესაძლებლობა ექნება ნებისმიერ მსურველს. – ინფორმაციას ამის შესახებ მადლიერების საინიციატივო ჯგუფი ავრცელებს. “აქციაში ჩართვისთვის საჭიროა მოქალაქემ ქაღალდისგან, ნაჭრისგან ან სხვა ნებისმიერი მასალისგან გამოჭრას ან დახატოს გულის ფორმა და მადლობის ნიშნად გამოფინოს სახლის ჭიშკართან, სამსახურის თუ მრავალბიანიანი კორპუსის აივანზე. მოქალაქეების მხარდაჭერა და მადლიერების გამოხატვა მედპერსონალისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მათ დღე-ღამის განმავლობაში უწვეთ მძიმე შრომა და ურთულეს პირობებში იბრძვიან სხვების სიცოცხლის გადასარჩენად.
სპეციალურად კამპანიისთვის შეიქმნა Facebook პროფილის სარეკლამო ჩარჩო, რაზეც ახალგაზრდა მხატვარის გიგი სიჭინავას ნახატია განთავსებული. ნახატზე წარმოდგენილია სამედიცინო სფეროს ყველა წარმომადგენელი და ასევე დიდი თეთრი გული, სადაც წითელი ჯვრებია გამოსახული. ეს უკვე გახდა ჩვენი ექიმებისთვის სიყვარულის გზავნილის სიმბოლო სოციალურ ქსელში.
კამპანიას ორგანიზებას უწევენ: რუსუდან ყალიჩავა, ეკა მინჯორაია, თამუნა გამსახურდია, ნათია სახოკია, ნიკა ჭითანავა, იაგო ფასანძე და გოჩა ლაგვილავა.”- ვკითხულობთ საინიციატივო ჯგუფის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კამპანიის საინფორმაციო მხარდამჭერები: რადიო ათინათი, Livepress, ოდიშიTV.
17 დეკემბერს, ზუგდიდში სამედიცინო პერსონალის მხარდამჭერი, მადლიერების აქცია გაიმართება
Published on