მთავარისიახლეებისაზოგადოებაქობულეთში სანადირო თოფით შუახნის მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს

ქობულეთში სანადირო თოფით შუახნის მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს

Published on

ქობულეთში სანადირო თოფით შუახნის მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, კლინიკაში აცხადებენ, რომ მამაკაცი საავადმყოფოში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.

“მამაკაცი კლინიკაში რომ მოიყვანეს უკვე გარდაცვლილი იყო, მაშინვე ექსპერტიზის ბიუროში გადაიყვანეს, დაახლოებით 45 წლამდე მამაკაცი გახლდათ”,- აცხადებენ ქობულეთის კლინიკაში.

შემთხვევა ქობულეთში შესასვლელში რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

მომხდარის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 108 -ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობას გულისხმობს.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...