მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ნაციონალური მოძრაობის“ ელიტაში როგორც ჩანს, არის გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა თუ როგორი უნდა...

„ნაციონალური მოძრაობის“ ელიტაში როგორც ჩანს, არის გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა თუ როგორი უნდა იყოს პარტია და როგორ უნდა მოქმედებდეს -ვახტანგ ძაბირაძე

Published on

ვახტანგ ძაბირაძე – გრიგოლ ვაშაძე პარტიის თავმჯდომარე იყო, მაგრამ ზუსტად ისეთივე გავლენა ჰქონდა პარტიაში პროცესებზე, როგორც გახარიას მთავრობაზე – იქ მნიშვნელოვანია სააკაშვილის მოწოდებებიგრიგოლ ვაშაძე პარტიის თავმჯდომარე იყო, მაგრამ მას ზუსტად ისეთივე გავლენა ჰქონდა პარტიაში მიმდინარე პროცესებზე, როგორც გახარიას მთავრობაზე – იქ მნიშვნელოვანია სააკაშვილის მოწოდებები, რომელიც მიდის იქით, რომ მოხდეს რადიკალიზაცია,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსთან“ გრიგოლ ვაშაძის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შეფასებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ელიტა გაყოფილია 2 ნაწილად და ახლა პარტიაში ისეთივე ვითარებაა, როგორც 2016 წელს იყო. ძაბირაძე ვარაუდობს, რომ სხვა საკითხებთან ერთად აზრთა სხვადასხვაობა პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხსაც ეხება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ელიტაში როგორც ჩანს, არის გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა თუ როგორი უნდა იყოს პარტია და როგორ უნდა მოქმედებდეს. ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ განიცადა რებრენდინგი 2012 წლის შემდეგ და ძირითადად, მაინც დარჩა ისეთივე „ნაციონალურ მოძრაობად“, რაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო, ეს ძალიან აშკარა და თვალნათელია და ეს არის ყველაზე დიდი მინუსი ამ პარტიის, რადგან სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ აღქმული და გაიგივებული იქნება ძველ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მისი ზრდის პერსპექტივა და მით უმეტეს, იმის რომ ოპოზიციური ამომრჩეველი გააერთიანოს, ძალიან მინიმალურია. ისეთივე სიტუაციაა ახლა „ნაციონალურ მოძრაობაში“, როგორიც იყო 2016 წელს, როცა ზუსტად ანალოგიური ვითარება იყო, სააკაშვილი ითხოვდა უარი ეთქვათ ყველაფერზე და წასულიყვნენ რადიკალურ დაპირისპირებაზე. დღესაც ანალოგიური ვითარებაა და ამ ყველაფერს დაემატა გამაღიზიანებელი ფაქტორები, რაც ვაშაძემაც აღნიშნა – ოდიოზური ფიგურები, ერთ-ერთი შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არის მერაბიშვილი და არიან ალბათ სხვებიც. ზომიერი ფრთა კი, რომელიც, როგორც ჩანს მაინც არსებობს „ნაციონალურ მოძრაობაში“, პროცესს უყურებს სხვაგვარად, ისინი ალბათ თვლიან, რომ სჯობდა პარლამენტში შესვლა და იქიდან ბრძოლა, რადგან როცა ლაპარაკია არჩევნების გაყალბებაზე, პოლიტიკური ოპოზიციის გარდა არავინ აღიარებს იმ დოზით და იმ ფაქტორით, რომ რიგგარეშე არჩევნებზე იყოს საუბარი.

 გრიგოლ ვაშაძე პარტიის თავმჯდომარე კი იყო, მაგრამ მას ზუსტად ისეთივე გავლენა აქვს პარტიაში მიმდინარე პროცესებზე, როგორც გახარიას მთავრობაზე. იქ მნიშვნელოვანია სააკაშვილის მოწოდებები, რომელიც მიდის იქით, რომ მოხდეს რადიკალიზაცია. რაც შეეხება პარტიის მომავალს, მნიშვნელოვანი ფაქტორია ერთი, რომ პროცესის რადიკალიზაცია რამდენადაც უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, აწყობს როგორც ხელისუფლებას ისე ოპოზიციას. ხელისუფლებას იმიტომ, რომ თუ ისევ იქნება არჩევანი „ნაციონალური მოძრაობა“ თუ „ქართული ოცნება“, მას იმედი აქვს, რომ ამომრჩეველი რომელიც დაკარგა, ისევ მას დაუბრუნდება და არა „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც ეს იყო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში,“- განაცხადა ძაბირაძემ.

ძაბირაძის თქმით, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, არ ელის, რომ პროცესები უფრო შორს წავა და ისეთივე განვითარება ექნება, როგორც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჰქონდა.

„ეს ხალხი, ვინც დღეს ზომიერები შეიძლება იყვნენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ და სხვაგვარად უყურებენ პროცესებს, იმასაც ხედავენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ძირითადი ელექტორატი მაინც სააკაშვილთან დარჩა. არსებობს რისკის ფაქტორი, რაზეც შეიძლება ისინი წავიდნენ და დატოვონ პარტია, მაგრამ ამ რისკსაც თავის წონა უნდა ჰქონდეს – დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს 90 ხმა, თუ ოპოზიციაში და მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მოიძებნება 30 ადამიანი, რომელიც შევა პარლამენტში, რომ იქ ჩამოყალიბდეს საკონსტიტუციო კვორუმი, მაშინ ღირს ამ ნაბიჯის გადადგმა და პარტიის დატოვება, მაგრამ ჯამურად ასეთი უნდა იყოს 30 ადამიანი ოპოზიციაში. ასეთ შემთხვევაში ეს იქნებოდა ალბათ ის ბირთვი, რომელიდანაც შეიძლება ახალი პოლიტიკური ძალა წარმოშობილიყო,“- განაცხადა ძაბირაძემ.

.

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს. ტრამპის თქმით, ირანის წინააღმდეგ...

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...

ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების მიზნით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არასწორია

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების მიზნით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არასწორია,...