მთავარისიახლეებიპოლიტიკამიუხედავად რეჟიმის მუდმივი შემოტევებისა, პარტია მიშას უცვლელი ლიდერობით და გუნდის უკომპრომისო ბრძოლით...

მიუხედავად რეჟიმის მუდმივი შემოტევებისა, პარტია მიშას უცვლელი ლიდერობით და გუნდის უკომპრომისო ბრძოლით კიდევ უფრო გაძლიერებული გამოდიოდა ნებისმიერი რთული ვითარებიდან – გია ბარამიძე

Published on

გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან ასეთი მომენტში, მოულოდნელი წასვლა, ალბათ ისეთივე სამწუხაროა, როგორი მისასალმებელიც იყო, მისი 2017-ში ასევე რთულ დროს, მოსვლა.

ახლა ენმ, დანარჩენი, მთელი ოპოზიცია და ქართული საზოგადოება, პუტინის გეგმის გულმოდგინედ შემსრულებელ, უზურპატორ ოლიგარქთან მშვიდობიანი ბრძოლის მწვავე და კრიტიკულ ფაზაშია, ამიტომ მისი ახლა, ამ ფორმით წასვლა, თან საკმაოდ დაუსაბუთებელი (ზოგი პირდაპირ სიმართლეს შეუსაბამო) და ბუნდოვანი მიზეზებით, უფრო საბაბად ჩანს ჩემთვის და ასობით ათასი ჩვენი მომხრისა და თანამებრძოლისათვის. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ენმ არ არის ერთი, ათი ან თუნდაც ასი კაცის (რაც არ უნდა კარგი და ღირსეული იყოს) პარტია.

2012 წლიდან მოყოლებული, სხვადასხვა საბაბით პარტიიდან ბევრი მაშინდელი ლიდერი თუ დეპუტატი გასულა (მაჟორიტარები, შემდეგ პარტიის აღმასრულებელი და საორგანიზაციო მდივნები ზურაბ ჯაფარიძე, გოგიტა ვაშაძე, შემდეგ პარტიის ლიდერები დავით ბაქრაძე, გიგი უგულავა, გიგა ბოკერია და ბევრი სხვა) და ამით პარტიას ნამდვილად მოკლებია ძალები, თუმცა იმის გამო, რომ ენმ-ს მთავარი ძალა არის დიდი იდეა და მიზანი, რაც ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას, იგი ძალებს ყოველთვის იკრებდა და მიშას უცვლელი ლიდერობით და უზარმაზარი გუნდის უკომპრომისო ბრძოლით, მიუხედავად რეჟიმის მუდმივი შემოტევებისა, ნებისმიერი რთული ვითარებიდან, კიდევ უფრო გაძლიერებული გამოდიოდა.

მადლობა გრიგოლს რაც შრომა, ენერგია და უნარი ჩადო ჩვენი გუნდის წინსვლაში.ცუდია რომ ასე წავიდა, თუმცა ესეც მისი ნება და მისი პასუხისმგებლობაა. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ასობით ათასი ქართველის მიერ მხარდაჭერილი, ჩვენი ქვეყნის მთავარი პატრიოტული და მებრძოლი პარტია, კვლავაც, პრეზიდენტ სააკაშვილის ლიდერობით, ძალიან სწორ, ერთადერთ მორალურად და პოლიტიკურად გამართლებულ, გზას ადგას და ამიტომ აუცილებლად, კიდევ უფრო გაძლიერდება, აუცილებლად, გაიმარჯვებს და მიაღწევს დასახულ მიზნებს.

სიახლეები

ნუ ცდიან ჩვენს ძალას, ვინც ეს სცადა, თავი რკინის მუშტით გაუტყდა – ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, უშიშროების საბჭოს სხდომაზე უმკაცრესი განცხადება გააკეთა ნახიჩევანის ინცინდენტის შესახებ, არმიას...

ირანი მათი მხრიდან ნახიჩევანზე დრონებით თავდასხმას არ ადასტურებს

ირანის ხელისუფლებაში აზერბაიჯანის ნახიჩევანის აეროპორტზე თავდასხმაზე კომენტარი გაკეთდა - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე...

“საქართველოს მთავრობა ნამდვილად არ მიდის სწორი გზით” – კალასი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ...

ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა - როგორც აზერბაიჯანული მედია APA...