კარგი იქნებოდა ბატონ გრიგოლს ამ განცხადების გაკეთებამდე კომუნიკაცია ჰქონოდა პარტიასთან. – ენმ პარტიის თავმჯდომარის გადაწყვეტილების შესახებ

0
609

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პარტიის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ, დატოვა – “ენმ”-ის წევრების შეფასებით, მას ბევრი დამსახურება აქვს პარტიის წინაშე, თუმცა ახლა ასეთი გადაწყვეტილების მიღება სწორი არ იყო. 

“გენერლები ჯარს არ უწუნებენ სტრატეგიას. არ შემიძლია მოვუწონო ბატონ გრიგოლს განცხადებით წასვლა; კარგი იქნებოდა, მანამდე კომუნიკაცია ჰქონოდა პარტიასთან. ვფიქრობ, შეცდომაა ტექსტი, სადაც ის ამბობს, რომ პარტია თავს ესხმის ელჩებს. არც ის ვიცი, ვის მოიხსენიებს იგი ოდიოზურ ფიგურად”, – ამბობს “ენმ”-ის წევრი, ხატია დეკანოიძე.

“მძიმე პერიოდში შემოუერთა “ნაციონალურ მოძრაობას” და იმ წარმატებაში, რომელიც ჰქონდა პარტიას, ნამდვილად არის გრიგოლ ვაშაძის წვლილი. მისი წასვლა, განცხადების ფორმა და შინაარსი, ჩვენთვის მოულოდნელია. ვერ გავიზიარებთ ვერც პათოსს და ვერც შინაარსს იმ განცხადების, რომელიც ჩვენთან შეუთანხმებლად გამოაქვეყნა”, – თქვა “ენმ”-ის წევრმა, ნუგზა წიკლაურმა. 

გიგა ბოკერია კი ფიქრობს, რომ ვაშაძის წასვლით “ევროპული საქართველოსთვის” არაფერი იცვლება. 

“საგულისხმო იყო წულუკიანის განცხადება, რომელმაც შეაქო ვაშაძე. მისთვის კარგი ოპოზიციონერი არიას პოლიტიკიდან წასული ოპოზიციონერი”, – ამბობს ბოკერია.

სხვა ოპოზიციონერები და მათ შორის ნინო ბურჯანაძე ამბობენ, რომ ხელისუფლების ოპონენტები ძველ რეჟიმში რჩებიან გრიგოლ ვაშაძის წასვლის მიუხედავად. 

შეგახსენებთ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ, დაწერა, რომ პარტიიდან მიდის და ყველა თანამდებობას ტოვებს

წინა სტატიაგიორგი ვაშაძე: რას მოიტანს პარტიიდან გრიგოლ ვაშაძის წასვლა, ეს “ნაციონალურ მოძრაობას” უნდა ჰკითხოთ
შემდეგი სტატიაშეზღუდვები, შესაძლოა კიდევ 6 თვით გახანგრძლივდეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური