მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგა ბოკერია: ,,ქალბატონი წულუკიანისთვის კარგი ოპოზიციონერი არის პოლიტიკიდან წასული ოპოზიციონერი''

გიგა ბოკერია: ,,ქალბატონი წულუკიანისთვის კარგი ოპოზიციონერი არის პოლიტიკიდან წასული ოპოზიციონერი”

Published on

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, დეპუტატ თეა წულუკიანის შეფასება გრიგოლ ვაშაძეზე, კარგად მეტყველებს თავად წულუკიანის მსოფლმხევდელობაზე.

“საგულისხმო იყო ქალბატონი წულუკიანის განცხადება, რომელმაც შეაქო ბატონი გრიგოლ ვაშაძე. აქედან პატარა სენტენცია რომ გამოვიტანოთ, არის, რომ ქალბატონი წულუკიანისთვის კარგი ოპოზიციონერი არის პოლიტიკიდან წასული ოპოზიციონერი. ეს კარგად მეტყველებს მის მსოფლმხედველობაზე”, — განაცხადა გიგა ბოკერიამ.

თეა წულუკიანმა, ვაშაძის მიერ ნაციონალური მოძრაობის დატოვებაზე საუბრისას განაცხადა, რომ გრიგოლ ვაშაძის პოზიციები ყოველთვის იყო ნაკარნახევი იმით, რა სჯობს ქვეყნისთვის და არა ვიწრო პარტიული ინტერესებით.

თავად ბოკერია ამბობს, რომ ვაშაძის წასვლით ოპოზიციაში არსებითად არაფერი შეიცვლება.

“ევროპული საქართველოსთვის არაფერი არ იცვლება ნამდვილად”, — განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღეს, 15 დეკემბერს, გრიგოლ ვაშაძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ ტოვებს ნაციონალურ მოძრაობას.

სიახლეები

სტუდენტები ეთნიკური უმცირესობის სტუდენტების განათლების უფლების უზრუნველყოფას და ილიაუნის ავტონომიურობას ითხოვენ

სოლიდრობა ილიას უნივერსიტეტს - სასწავლო დაწესებულებასთან ცოტა ხნის წინ, საგანგებო განცხადება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა...

ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს

სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....