მთავარისიახლეებიპოლიტიკადაუშვებელია უნებართვოდ აშენებული შენობა ნაგებობების დემონტაჟი ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე - ნინო...

დაუშვებელია უნებართვოდ აშენებული შენობა ნაგებობების დემონტაჟი ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე – ნინო ლომჯარია

Published on

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ დაუშვებელია უნებართვოდ აშენებული შენობა ნაგებობების დემონტაჟი ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე. მისი თქმით, როდესაც სახელმწიფო დემონტაჟს იწყებს, უნდა იყოს შეფასებული ამ შენობებში მცხოვრები ადამიანების უსახლკაროდ დარჩენის რისკები და საჭიროების შემთხვევაში, მერიამ ისინი შესაბამისი თავშესაფრითაც უნდა უზრუნველყოს.

“საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია პირების უსახლკაროდ დარჩენის რისკებთან, რაც წარმოშობს სახელმწიფო მხრიდან აღნიშნული რისკების შეფასების და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მხარდამჭერი ზომების შეთავაზების აუცილებლობას”, — ვკითხულობთ ნინო ლომჯარიას გავრცელებულ განცხადებაში.

ლომჯარია ხაზს უსვამს, რომ მსგავსი ქმედების ზამთარში და პანდემიის პირობებში განხორციელება, წარმოშობს არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის რისკებს.

“თბილისის მერიას მოვუწოდებ გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომელიც მოცემული იქნება ამომწურავი ინფორმაცია რა ღონისძიებები იქნა და იქნება გატარებული იმ ოჯახების უსახლკარობისგან დაცვის მიზნით, რომელთა საცხოვრებელი სახლების დემონტაჟს დაექვემდებარა”, — წერს ნინო ლომჯარია.

სახალხო დამცველი ამბობს, რომ შეისწავლის თავად დემონტაჟის პროცესის კანონიერებას

სიახლეები

პენსიონრებზე დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა

"თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით...

ვაიმარის ქვეყნების დელეგაცია ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს ხვდება

საქართველოში ვიზიტით მყოფი ვაიმარის ქვეყნების დელეგაცია ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს ხვდება | ოპოზიციის წარმომადგენლებმა...

რუსული სარაკეტო-დრონული იერიში ოდესაზე – დაღუპულია 8 ადამიანი, დაშავებულია 16

რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო-დრონული იერიშის შედეგად ოდესაში, 16 აპრილის ღამეს, სულ მცირე 8 ადამიანი...

რუხაძემ ლიბერთი ბანკი გაყიდა

ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია იმედის შემდეგ ლიბერთი ბანკიც ახალ მფლობელს ოფიციალურად გადააბარა. აქციების 95.99 %...