მთავარისიახლეებიპოლიტიკაწულუკიანი გვარამიას ოჯახზე: მზეთუნახავი ჰყავს სახლში, რომ უთვალთვალებენ?!

წულუკიანი გვარამიას ოჯახზე: მზეთუნახავი ჰყავს სახლში, რომ უთვალთვალებენ?!

Published on

რას ამბობთ, ძნელია თურმე ნიკა გვარამიას ოჯახს, რომ რას შვებიან? უთვალთვალებენ? მზეთუნახავი ჰყავს სახლში, რომ უთვალთვალებენ? თუ რატომ არის გაღიზიანებული? – ასე გამოეხმაურა თეა წულუკიანი მთავარი არხის ეთერში გუშინ გასულ ნიკა გვარამიას გადაცემას, სადაც იგი ოპოზიციისა და კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა ოჯახების პოლიტიკური დევნის დამადასტურებელ მრავალ სხვა ფაქტთან ერთად შეეხო მის მეუღლესა და მცირეწლოვან შვილებზე მიმდინარე თვალთვალს .

მისი პერფორმანსები, ბოლო თავდასხმები დასავლურ ღირებულებებზე, მისი ისტერიკა, ალბათ, სხვა სიტყვა არ შეეფერება, არის ყოფილი, ასე ვთქვათ, სამწუხაროდ, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის გაბომჟებული სახე. ეს არის ძალიან მძიმე სანახაობა, პიროვნულად, ადამიანურად, რადგან მას მთლიანად ჩაეფუშა გეგმა, რაც იყო ხელისუფლების ნებისმიერ ფასად ცვლილება…  – ამბობს თეა წულუკიანი გვარამიას პასუხად

ნიკა გვარამია თავის მხრივ არაანაკლეიბი სარკაზმით ეხმიანება წულუკიანის გამოხდომას:

ჩემი ცოლი, ჯერ ერთი, რომ ჩემთვის ნამდვილად მზეთუნახავია. მაგრამ ამისთვის რომ უკანონო თვალთვალი და პირადი ხელშეუხებლობა გარეგნული კრიტერიუმებით იზომება, აბა, ეს საერთოდ სახლიდან როგორ გამოდის და ქუჩაში თავს როგორ არ უჭეჭყავენ? ეს ნახევრად ხუმრობით და სერიოზულად – ამაზე ღია და პირდაპირი მუქარა ჩემი ოჯახის წევრებზე, თან ასე საჯაროდ არავის გამოუთქვამს ჯერ…

3. რუსული აბრევიატურა БОМЖ ნიშნავს без определенного места жительства. კი, მეც ვიყავი იუსტიციის მინისტრი, მაგრამ არ მიკეთებია ფული და არ მაქვს დღემდე სახლი და წულუკიანივით დაგროვლი დიდი ქონება. ნაქირავებში ვცხოვრობ. მესმის, რომ ეს დასაცინია ქართული ოცნებისთვის, მაგრამ მე ჩემი პატიოსნება ბევრად მეტდ მიღირს.

ახლა კი სრულიად სერიოზულად: ქართველო ერო, საერთოდ აღარაფრის აღარ გრცხვენიათ? მე უკვე ძალიან მრცხვენია, რომ დანაშაულს ჩავდივარ ჩემი ცოლ-შვილის წინაშე და ეგზისტენციალური რისკების წინაშე ვაყენებ მათ, ღია ეთერიდან უკვე მათ მიმართ მუქარებს ვასმენინებ ჩემი სამართლიანი ბრძოლის გამო. იჯექით თქვენ თბილ სახლებში და იფხანეთ გული ჩემი ტვს ყურებით და ჩემი ტექსტების მოსმენით. ფხანა ქეცმა იცის”, – წერს გვარამია

თავის მხრივ

სიახლეები

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ვიზიტი დაიწყო. მაიკლ ო'ფლაერტი სამოქალაქო საზოგადოებას უკვე შეხვდა....

ვოლოდიმირ ზელენსკი ფრიდრიხ მერცს შეხვდება

Reuters- ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, დღეს გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს, შეხვდება. გამოცემა...

საიამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. სარჩელი...

14 აპრილი დედაენის დღეა

14 აპრილი დედაენის დღეა 1978 წლის 14 აპრილს თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა - მოქალაქეები...