მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა გვარამია წულუკიანზე: ასეთი ღია და პირდაპირი მუქარა ჩემი ოჯახის წევრებზე, თან...

ნიკა გვარამია წულუკიანზე: ასეთი ღია და პირდაპირი მუქარა ჩემი ოჯახის წევრებზე, თან ასე საჯაროდ არავის გამოუთქვამს ჯერ

Published on

ნიკა გვარამია Facebook-პოსტით ეხმაურება იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ახლა კი განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის, კომენტარს, რომელშიც ნათქვამია: -“ნიკა გვარამიას პერფორმანსი გაბომჟებული საცოდაობაა, მზეთუნახავი ჰყავს სახლში? ”

ნიკა გვარამია წერს, რომ ასეთი ღია და პირდაპირი მუქარა მისი ოჯახის წევრებზე, თან ასე საჯაროდ არავის გამოუთქვამს ჯერ. 

“1. ძალოვანი სტრუქტურაში არასდროს მიმუშავია. ყოფილ გენpროკურორს და ყოფილ იუსტიციის მინისტრს რომ პროკურატურა და იუსტიციის სამინისტრო ძალოვანი სტრუქტურები გონია (სინამდვილეში სამართალდამცავია ორივე), რაზე უნდა ველაპარაკო ამ უვიცს. უვიცს, რომელსაც განათლება ჩაბარდა. და ჰიპერუკულტუროს, რომელსაც კულტურა ჩაბარდა.

2. ჩემი ცოლი, ჯერ ერთი, რომ ჩემთვის ნამდვილად მზეთუნახავია. მაგრამ ამისთვის (თეა წულუკიანისთვის) რომ უკანონო თვალთვალი და პირადი ხელშეუხებლობა გარეგნული კრიტერიუმებით იზომება, აბა ეს საერთოდ სახლიდან როგორ გამოდის და ქუჩაში თავს როგორ არ უჭეჭყავენ? ეს ნახევრად ხუმრობით და სერიოზულად – ამაზე ღია და პირდაპირი მუქარა ჩემი ოჯახის წევრებზე, თან ასე საჯაროდ არავის გამოუთქვმს ჯერ.

3. რუსული აბრევიატურა БОМЖ ნიშნავს без определенного места жительства. კი, მეც ვიყავი იუსტიციის მინისტრი, მაგრამ არ მიკეთებია ფული და არ მაქვს დღემდე სახლი და წულუკიანივით დაგროვლი დიდი ქონება. ნაქირავებში ვცხოვრობ. მესმის, რომ ეს დასაცინია ქართული ოცნებისთვის, მაგრამ მე ჩემი პატიოსნება ბევრად მეტდ მიღირს.

ახლა კი სრულიად სერიოზულად: ქართველო ერო, საერთოდ აღარაფრის აღარ გრცხვენიათ? მე უკვე ძალიან მრცხვენია, რომ დანაშაულს ჩავდივარ ჩემი ცოლ-შვილის წინაშე და ეგზისტენციალური რისკების წინაშე ვაყენებ მათ, ღია ეთერიდან უკვე მათ მიმართ მუქარებს ვასმენინებ ჩემი სამართლიანი ბრძოლის გამო. იჯექით თქვენ თბილ სახლებში და იფხანეთ გული ჩემი ტვს ყურებით და ჩემი ტექსტების მოსმენით. ფხანა ქეცმა იცის”, – წერს ნიკა გვარამია

სიახლეები

საიამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. სარჩელი...

14 აპრილი დედაენის დღეა

14 აპრილი დედაენის დღეა 1978 წლის 14 აპრილს თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა - მოქალაქეები...

უნგრეთში ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა დასრულდა – მადიარმა გაიმარჯვა

12 აპრილს, მთელი დღის განმავლობაში დაძაბულად მიმდინარეობდა საპარლამენტო არჩევნები უნგრეთში. ამ არჩევნებზე ამომრჩეველთა რეკორდული...

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...