მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,კობახიძე ცრუობს. ეს არის ჩვენი ორგანიზაციის, მთლიანად სამოქალაქო სექტორის...

,,კობახიძე ცრუობს. ეს არის ჩვენი ორგანიზაციის, მთლიანად სამოქალაქო სექტორის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა” – ეკა გიგაური

Published on

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირავლობის” ხელმძღვანელი, ეკა გიგაური აცხადებს რომ ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ცრუობს, როცა ამბობს, რომ არჩევნების შედეგების პარალელური დათვლა ISFED-თან ერთად TI-მაც ჩაატარა.

ეს არის ტყუილი და მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა ჩვენი ორგანიზაციის და არამხოლოდ ჩვენი ორგანიზაციის, არამედ მთლიანად სამოქალაქო სექტორის..“PVT “საერთაშორისო გამჭვირავლობას” არ ჩაუტარებია. სანამ მაღალჩინოსნები ბრიფინგებს მოაწყობენ, ინფორმაცია უნდა გადაამოწმონ. არჩევნებზე გვყავდა დაახლოებით 450 სტატიკური დამკვირვებელი საარჩევნო უბნებზე და ვაგროვებდით ინფორმაციას. არც რამე დასამალი გვაქვს, არც შიშები გვაქვს ამასთან დაკავშირებით. ცდილობენ დისკრედიტაცია მოახდინონ სამოქალაქო სექტორის – ეს არ გასვლიათ და არც გაუვათ არასდროს. არასამთავრობო სექტორის ვალდებულება არ ყოფილა არჩევენების ჩატარება. ეს იყო არჩევნები, რომელიც ყველაზე უარესი იყო ქართული ოცნების პირობებში და ნუ აბრალებენ არასამთავრობო სექტორს ამ რაღაცებს”. საუბარია მრავალ დარღვევაზე – რათ უნდა ამას ISFED-ის მონაცემები. დისბალანსიანი ოქმები ატვირთულია “ცესკოს” საიტზე”, – ამბობს გიგაური. 

შეგახსენებთ, რომ დღეს “ოცნებაში” გამართულ პირველ ბრიფინგზე კობახიძემ ლაშა ნაცვლიშვილთან მიმოწერის დეტალები განმარტა და თქვა, რომ საქმე ეხებოდა “საერთაშორისო გამჭირვალობისგან” ინფორმაციის გამოთხოვის გზებს –  რა შეიძლებოდა ეცადათ კობახიძეს და ნაცვლიშვილს იმ შემთხვევაში თუ ეკა გიგაურის ორგანიზაცია ინფორმაციის გაცემაზე უარს იტყოდა. 

“შედგა კომუნიკაცია “საერთაშორისო გამჭივირავლობის” ხელმძღვანელთან, ეკა გიგაურთან, რომლისგანაც მივიღეთ ამომწურავი ინფორმაცია ორგანიზაციის საარჩევნო აქტივობაზე. მათ შორის გავიგეთ, რომ ორგანიზაციას ხმის პარალელური დათვლა არ ჩაუტარებია. ორგანიზაცია აკვირდებოდა ხმის დათვლის პროცესს რამდენიმე ასეულ უბანზე, ჰყავდა საკუთარი დამკვირვებლები და მოხარული ვართ, რომ “საერთაშორისო გამჭირვალობის” მონაცემები დაემთხვა “ცესკოს” შესაბამის მონაცემებს. მივესალმებით ორგანიზაციის ღიაობას და მადლობას ვუხდით მის ხელმძღვანელს ინფორმაციისთვის”,  -განაცხადა კობახიძემ.

სიახლეები

ნუ ცდიან ჩვენს ძალას, ვინც ეს სცადა, თავი რკინის მუშტით გაუტყდა – ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, უშიშროების საბჭოს სხდომაზე უმკაცრესი განცხადება გააკეთა ნახიჩევანის ინცინდენტის შესახებ, არმიას...

ირანი მათი მხრიდან ნახიჩევანზე დრონებით თავდასხმას არ ადასტურებს

ირანის ხელისუფლებაში აზერბაიჯანის ნახიჩევანის აეროპორტზე თავდასხმაზე კომენტარი გაკეთდა - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე...

“საქართველოს მთავრობა ნამდვილად არ მიდის სწორი გზით” – კალასი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ...

ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა - როგორც აზერბაიჯანული მედია APA...