ტერორიზმის ბრალდებით ძებნილ ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას, ბრალი ოფიციალურად გვიან ღამით წარუდგინეს. პროცედურას წინასწარი მოთავსების იზოლატორში ბიძინა ესებუას ადვოკატიც ესწრებოდა. სავარაუდოდ, მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. ესებუას უფლებადამცველის განცხადებით, ბიძინა ესებუა ბრალს არ აღიარებს და ძმასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს. ადვოკატები თვლიან, რომ ბიძინა ესებუას დაკავებით სამართალდამცველები ძებნილზე ზეწოლას ცდილობენ.ადვოკატი ამბობს, რომ რომ საბრძოლო მნასალა და ხელყუმბარა ბიძინა ესებუას მანქანაში ჩაუდეს. ბიძინა მუშაობს დასუფთავების სამსახურში, მისი მანქანა ორი დღის განმავლობაში იდგა იუსტიციის სახლის უკან, საბარგული არ იკეტებოდა და სწორედ ამით აიხსნება ის, რომ, თავად ბიძინამ არ იცოდა, რა იდო მისი მანქანის საბარგულში. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს, – ამბობს ადვოკატი.
დაკავებულს იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების შეძენა-შენახვა და გადაზიდვაში ადანაშაულებენ.გამოძიება ეჭვობს, რომ ეს ნივთები ბრალდებულს ძმისთვის უნდა გადაეცა. ბიძინა ესებუა პოლიციამ მაშინ აიყვანა, როდესაც მამაკაცი მიხვდა, რომ უთვალთვალებდნენ და მიმალვა სცადა. ბიძინა ესებუა 12 დეკემბერს იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების უკანონო ტარებისთვის დააკავეს.შსს-ს მტკიცებას, რომ ის ძმას, ბადრის უნდა შეხვედროდა, ოჯახი უარყოფს.შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ბადრი ესებუას თვეზე მეტია ეძებს. თავდასხმა ბანკის ფილიალზე 21 ოქტმობერს მოხდა. შეარაღებული ესებუა ბანკში შეიჭრა, მძევლები აიყვანა, წამოაყენა საკუთარი მოთხოვნები და რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ, ოფიციალური ინფორმაციით, ნახევარი მილიონი ლარი წაიღო და მიიმალა.