ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროს ძლიერი შტორმი დაატყდა თავს. BBC-ის ინფორმაციით, სტიქიური უბედურების გამო ქვეყანაში ელექტროენერგია 2 000-ზე მეტ სახლს არ მიეწოდება.

ავსტრალიის ხელისუფლებამ ზღვასთან ახლოს მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდა დროებით თავშესაფარში გადავიდნენ.

მეტეროლოგების მტკიცებით, წელს ავსტრალიაში ზაფხულის განმავლობაში რამდენიმე ძლიერი შტორმი და უხვი ნალექია მოსალოდნელი.
