მთავარისიახლეებიპოლიტიკააქცია პარლამენტთან ცარიელი თეფშებითა და ჯამებით: ,,დიქტატურის მთავარი დასაყრდენი სიღარიბეა." - ამბობენ...

აქცია პარლამენტთან ცარიელი თეფშებითა და ჯამებით: ,,დიქტატურის მთავარი დასაყრდენი სიღარიბეა.” – ამბობენ აქტივისტები

Published on

ერთპარტიულ პარლამენტს მუშაობა დღესაც ხმაურის ფონზე უწევს. თეფშებითა და ჯამებით, ხალხის შიმშილობის გასაპროტესტებლად, ახალგაზრდები პარლამენტთან აქცია–პერფორმანსს მართავენ.

“ეს არის გზავნილი მთელი ქვეყნისთვის, რომ რეალურად ამ ხელისუფლებამ ჩვენი ეკონომიკა ჩამოანგრია, გააღარიბა ხალხი, მონოპოლიებით მივიღეთ ის, რომ აბსოლუტური უმრავლესობა მოსახლეობის შიმშილობისთვის არის განწირული. დიქტატურის მთავარი დასაყრდენი სიღარიბეა.” – ამბობენ აქციის მონაწილეები

აქტივისტებმა პარლამენტთან თამარ ჟვანიას გამოსახულებით სტიკერებიც გააკრეს – წარწერით გაყალბებულია. მათი თქმით, ხელისუფლებამ ხალხის გაღარიბებით ისარგებლა, როცა არჩევნებზე ამომრჩევლის მოსყიდვას მიმართა და მოწყვლად ჯგუფებს, მინიმალური თანხის სანაცვლოდ, მათთვის ხმის მიცემა მოთხოვა.

“პარლამენტში შეიკრიბნენ ტიპები, რომელთაც სურთ ღარიბი მოსახლეობის ჯიბიდან ფულის ამოღება, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ.” – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია.

აქციის მონაწილეების თქმით, უწყვეტ პროტესტსს გააგრძელებენ და აქციები ქვეყნის მასშტაბით გაიმართება.

პარლამენტის ტერეტორიაზე სამართალდამცავები მუდმივად იმყოფებიან.

გაყალბებული არჩევნებისა და ერთპარტიული პარლამენტის გასაპროტესტებლად, ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, აქციები თელავსა და ბათუმშიც იმართება

სიახლეები

ნუ ცდიან ჩვენს ძალას, ვინც ეს სცადა, თავი რკინის მუშტით გაუტყდა – ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, უშიშროების საბჭოს სხდომაზე უმკაცრესი განცხადება გააკეთა ნახიჩევანის ინცინდენტის შესახებ, არმიას...

ირანი მათი მხრიდან ნახიჩევანზე დრონებით თავდასხმას არ ადასტურებს

ირანის ხელისუფლებაში აზერბაიჯანის ნახიჩევანის აეროპორტზე თავდასხმაზე კომენტარი გაკეთდა - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე...

“საქართველოს მთავრობა ნამდვილად არ მიდის სწორი გზით” – კალასი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ...

ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა - როგორც აზერბაიჯანული მედია APA...