მთავარისიახლეებიპოლიტიკარას მოელის ოპოზიცია მოლაპარაკებების მე-5 რაუნდისაგან და იქნება თუ არა ...

რას მოელის ოპოზიცია მოლაპარაკებების მე-5 რაუნდისაგან და იქნება თუ არა მასზე ალეკო ელისაშვილი

Published on

მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი ორშაბათსაა ჩანიშნული. ოპოზიციის მთავარ მოთხოვნად რიგგარეშე არჩევნები რჩება -მათი აზრით, ეს ერთადერთი საშუალებაა მძიმე პოლიტიკური კრიზისის გასანეიტრალებლად და ყველა მეთოდს გამოიყენებენ სიტუაციის გამოსწორების მიზნით მიუხედავად იმისა,რომ “ოცნების” მუქარის შემცველი განცხადებები კრიზისს მეტად ართულებს. 

  • “ყველა დასაშვებ მეთოდს გამოვიყენებთ ივანიშვილის წინააღმდეგ, რომ ის გახდეს იძულებული ჩაინიშნოს არჩევნები. ახალი არჩევნების გარდა ვითარებას არაფერი უშველის”, – ამბობს “ენმ”-ის წევრი, ნიკა მელია.
  • “ახალ რეალობაში შევედით – გვყავს ოლიგარქი, რომელსაც ჰყავს ჯიბის პარლამენტი, მარიონეტული პროკურატურა და მონსტრების კორპორაცია სასამართლოს ნაცვლად; სურათი ძალიან მძიმეა”, – ამბობს “ევროპული საქართველოს” წევრი, გიგი უგულავა.
  • “მზად ვართ გაგრძელდეს მოლაპარაკებები, მაგრამ “ოცნებამ” ბოლო რაუნდი ჩაშალა მუქარითა და შანტაჟით. მცირე შანსი თუ არსებობს, გამოვიყენებთ, რომ ქვეყანა არ შევიდეს ღრმა კრიზისში”, – ამბობს “ლელოს” წევრი, მამუკა ხაზარაძე.
  • “ოპოზიცია ერთიანია… გვინდა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი მაინც დავაცხროთ, თუ ეკონომიკურს ვერაფერს ვუშველით ჯერ”, – ამბობს “სტარტეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე.
  • “მგონია, საჯაროდ თუ არა, კულუარებში მაინც ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა თითი უნდა დაუქნიონ ხელისუფლებას უზნეო ქცევისთვის”, – ამბობს “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით,მე-5 რაუნდისგან განსაკუთრებული პოზიტიური მოლოდინი არ აქვს.

“განსაკუთრებული პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს იმ ფონზე, რასაც ახლა ქართული ოცნება კადრულობს და აკეთებს — შანტაჟი, მუქარა, მაგრამ თუ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ჩათვლიან, რომ რაღაც კონტექსტში ინფორმაციის გაცვლა აუცილებელია, ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას”, — განაცხადა დეკანოიძემ.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, ოპოზიციას აქვს გეგმა საზოგადოებრივი პროტესტის მშვიდობიანად გაგრძელების, სხვადასხვა ინტენსივობით.

რაც შეეხება ბატონ ელისაშვილს, ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა არაა, იგი აღარაა ოპოზიციის ნაწილი, ეს გააფორმა მან თვითონ, ის ივანიშვილის რეჟიმის სპიკერია

ჩვენ ელისაშვილს არ დავუძახებთ, ირაკლი კობახიძესთან ერთად მობრძანდეს ხვალ მასთან ერთად, როგორც ერთ-ერთი ერთეული, რომელიც ახლა ხელისუფლების ბანაკშია… ჩვენთან რა კონსულტაცია უნდა ჰქონდეს.

სიახლეები

პენსიონრებზე დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა

"თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით...

ვაიმარის ქვეყნების დელეგაცია ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს ხვდება

საქართველოში ვიზიტით მყოფი ვაიმარის ქვეყნების დელეგაცია ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს ხვდება | ოპოზიციის წარმომადგენლებმა...

რუსული სარაკეტო-დრონული იერიში ოდესაზე – დაღუპულია 8 ადამიანი, დაშავებულია 16

რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო-დრონული იერიშის შედეგად ოდესაში, 16 აპრილის ღამეს, სულ მცირე 8 ადამიანი...

რუხაძემ ლიბერთი ბანკი გაყიდა

ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია იმედის შემდეგ ლიბერთი ბანკიც ახალ მფლობელს ოფიციალურად გადააბარა. აქციების 95.99 %...