მთავარისიახლეებიპოლიტიკაკრიტიკული მედიის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ "მთავარი არხის" შემდეგ, დევნის ობიექტები შესაძლოა...

კრიტიკული მედიის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ “მთავარი არხის” შემდეგ, დევნის ობიექტები შესაძლოა თავადაც გახდნენ

Published on

კრიტიკული მედიის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ ოლიგარქის მთავარი სამიზნე, ნიკა გვარამიასა და “მთავარი არხის” შემდეგ, თავად გახდნენ. 

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ამბობს, რომ არაა გამორიცხული, ნიკა გვარამიას დევნის პარალელურად, ხელისუფლებამ თაროზე შემოდებული საქმე განაახლოს ტვ “პირველის” დამფუძნებლისა და მისი მამის – ვატო და ნუგზარ წერეთლების მიმართ.

ტვ “კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი მიიჩნევს, რომ ივანიშვილი სიამოვნებით დახურავდა “მთავარ არხსაც” და სხვა კრიტიკულ მედიასაც. მისი თქმით, ივანიშვილი მიიჩნევს, რომ გაიმარჯვა და ახლა რეპრესიებზე გადასვლას აპირებს. 

მესამე სექტორში კი მიიჩნევენ, რომ ნიკა გვარამიას მიმართ განახლებული დევნა ერთგვარად, პოლიტიკური გზავნილის შემცველია. მათივე თქმით, ოლიგარქი სახელმწიფო უწყებებს იყენებს, რათა კრიტიკული მედია დასაჯოს. 

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ნიკა გვარამიას მსგავსი მუქარით ვერ შეაშინებენ, ხოლო “მთავარი არხი” მაინც არ გაჩერდება, თუნდაც ნიკა გვარამია დააკავონ. 

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიამ გუშინ, 12 დეკემბერს დაწერა, რომ ხელისუფლება საახალწლოდ მის დაკავებას გეგმავს, ასევე, თქვა, რომ ელჩების კეთილი სურვილი ესმის, მაგრამ “ოცნებამ” ისინი ტყვეთა ბაზრის ბროკერებად აქცია. მისივე თქმით, აშშ-ს საელჩოდან საგრანტო დაფინანსებებზე უარი მისდის ბზიშვილის ხელმოწერით.

ამასთან, ნიკა გვარამია ხაზს უსვამს, რომ ემსახურება დასავლეთს, მაგრამ პერიოდულად იღებს დანას ზურგში, მათ შორის, კელი დეგნანისგან.

სიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო რეჟიმმა ტყვარჩელის რაიონის, სოფელ ოქუმში საქართველოს მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის...

კალაძე მოსკოვის მექანიზმზე-ეს არის სრული ბოდვა

ეს არის სრული ბოდვა. მე მგონი, ყველა კარგად ვხვდებით თუ რატომ დაიწყო ეს ყველაფერი,...

შესაძლოა დამოუკიდებელი სამაუწყებლო არხების დახურვა გამოიწვიოს – TI კომკომის განცხადებაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებით, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს ემუქრება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ...

ეს არის მოსკოვის მექანიზმის მანდატიდან გასვლა – მახაშვილი ეუთო/ოდირის ანგარიშზე

ივანიშვილის დეპუტატი, ლევან მახაშვილი ეუთო/ოდირის ანგარიშს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ესაა "აუხდენელი ოცნებების და...