ვისა აქვს ბოდიში მოსახდელი- ოპოზიციას თუ ქართულ ოცნებას?

0
410

ვის როგორ ესმის “სამართლანი არჩევნების” ხმების პარალელური დათვლის შედეგების შესწორება – “ქართულმა ოცნებამ” გასაჯაროებულ დოკუმენტს ბრიფინგით უკვე იპასუხა. უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა,ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ცესკოსა და თამარ ჟვანიას არაფერი გაუფუჭებიათ,  ოპოზიციას კი პარლამენტში შესვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. ერთპარტიული პარალმენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ კი ოპოზიციას ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.

“იყო საუბარი უკანონო მიყურადებაზე, რაც ნუ ყველას ესმის, რომ აბსურდია. ასე ცდილობენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რაღაცნაირად გამოძვრნენ უხერხული ვითარებიდან. ისინი აფუძნებდნენ საკუთარ მტკიცებას გაყალბებასთან დაკავშირებით PVT-ზე. მათ მთლიანად ჩამოენგრათ ეს მთავარი საყრდენი. მათი მძიმე და უხერხული მდგომარეობა გასაგებია”, – თქვა ირაკლი კობახიძემ. 

კობახიძის განცხადებით, თუ ყველა კონსტრუქციული იქნება შეთანხმება მოლაპარაკებებზე მიღწეული იქნება. კობახიძე ვარაუდობს, რომ ოპოზიციის “რადიკალური ფრთა” არ შევა პარლამენტში, დანარჩენები კი პირიქით, რაც მისი აზრით სასურველი სურათია. 

რაც შეეხება ოპოზიციას, “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ამ ხარვეზით ოპოზიციის პოზიცია სუსტდება.

“ისტორიულად, რაც ჩვენთან არჩევნები ტარდებოდა ყველაზე სანდოა არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც ყველა ვენდობით. როდესაც ISFED ამბობს, რომ მას ჰქონდა ხარვეზი და არასწორად დაითვალა, ეს ძალიან ასუსტებს ოპოზიციის პოზიციას, გულწრფელად ვიტყვი, რომ ეს არის დარტყმა ოპოზიციის პოზიციაზე”, – თქვა ალეკო ელისაშვილმა. 

შეიძლება ითქვას, რომ ელისაშვილის გარდა ოპოზიცია ერთიან პოზიციაზეა, ისინი არ აპირებენ. ბოდიშის მოხდას და უფრო მეტიც იმას, რაც  ISFED-ში და მის გარშემო ხდება აფასებს როგორც მანიპულირებას და ეწო;ლას გამყალბებელი ხელისულების მხრიდან

ენმ-ს ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ მათი მოთხოვნა ახალ არჩევნებთან დაკავშირებით უცვლელი რჩება.

“ძალიან საეჭოდ დაემთხვა ISFED-ის შიდა აუდიტი და თალაკვაძე/კობახიძის განცხადებები ერთმაენთს, როგორც ხმის დათვლის პოცედურა, ისე აუდიტი წესით არის კომფიდენციაული და ქართული ოცნების ლიდერემს მასზე, რაც აჩენს ეჭვებს, რომ სავარაუდოდ, ფარული მყურადება მიმდინარეობდა”, – ამბობს უდუმაშვილი

შეგახსენებთ, რომ ISFED აცხადებს, რომ არჩევნების ხმების პარალელური დათვლის დროს საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა -კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც. ამის შემდეგ განახლებული მონაცემებით “ქართულ ოცნებას” 47.6% აქვს, ხოლო მანამდე  მმართველ გუნდს 45.8% ჰქონდა;

ცოტა ხნის წინ, მომხდარს გამოეხმაურა ორგანიზაციის მოქმედი ხელმძღვანელი, ელენე ნიჟარაძე წერს, რომ ორგანიზაციას ასეთი მძიმე პერიოდი 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია.

საყურადღებოა ფაქტი, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზაციას მართველმა გუნდმა უბნების გადათვლისა და შედეგების შესწორების მოთხოვნით მიმართა, გუნდის ლიდერებმა კი მათთან შეხვედრა შედეგების შესწორებამდე რამდენიმე დღით ადრე გამართეს.

წინა სტატიაშესაძლოა ISFED-ის საქმიანობა და მათი პარალელური დათვლა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ – NGO-ები
შემდეგი სტატიატელევარსკვლავი დონარა კინწურაშვილი გარდაიცვალა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური