შესაძლოა ISFED-ის საქმიანობა და მათი პარალელური დათვლა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ – NGO-ები

0
443

სამართლიანი არჩევნების პარალელური დათვლის ახალ მონაცემზე და შიდა აუდიტის მიერ გამოვლენილ ხარვეზზე შეკითხვები აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

მესამე სექტორის წარმომადგენლებისთვის გაუგებარია, აუდიტის საბოლოო დასკვნის გასაჯაროვებამდე რატომ იყო მონაცემის ცვლილების შესახებ ცნობილი მმართველი გუნდისთვის.

“მე მესმის, რომ ბევრი რამე შეცვალა ამ განცხადებამ, მაგრამ თუკი სიმართლე ასეთია, მისი დამალვა იქნებოდა უფრო ცუდი. განსხვავებით ხელისუფლებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებს შეგვწევს ძალა საკუთარ თავში ვიპოვოთ შესაძლებლობა თუკი აღმოჩნდება, რომ რაიმე შეგვეშალა”, – ამბობს “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე. 

არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ აქამდე ISFED-ის საქმიანობა ძალიან სანდო იყო, ახლა კი შესაძლოა ეჭვქვეშ დადგეს ორგნაზაციაც და მისი პარალელური დათვლის შედეგებიც. 

“არსებობს სერიოზული ნდობა ორგანიზაციის შედეგების მიმართ – ამიტომაც მნიშვნელოვანია, ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. ჩემთვის კითხვის ნიშანია როგორ ხდება მსგავსი კონფიდენციალური ინფორმაციის გასაჯაროვება და როგორ მიდის მმართველი პარტიის აღმასრულებელ მდივანამდე”, – ამბობს უჩა ნანუაშვილი. 

“ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს 1,5 თვის შემდეგ შედეგების გადახედვა. აღმოჩნდა ისე, რომ შესაძლოა ISFED-ის საქმიანობა და მათი პარალელური დათვლა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს ცუდად აისახება სამოქალაქო სექტორის სანდოობაზე”, – ამბობს პლატფორმა 20/20-ის  თავმჯდომარე, ვასო ურუშაძე.

შეგახსენებთ, ISFED აცხადებს, რომ  არჩევნების ხმების პარალელური დათვლის დროს საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა -კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც. ამის შემდეგ განახლებული მონაცემებით “ქართულ ოცნებას” 47.6% აქვს, ხოლო მანამდე  მმართველ გუნდს 45.8% ჰქონდა;

ცოტა ხნის წინ, მომხდარს გამოეხმაურა ორგანიზაციის მოქმედი ხელმძღვანელი, ელენე ნიჟარაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ “შეეცადნენ მაღალი სტანდარტი დაეცვათ და თვალი არ დაეხუჭათ”. ნიჟარაძე წერს, რომ ორგანიზაციას ასეთი მძიმე პერიოდი 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია.

საყურადღებოა ფაქტი, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზაციას მართველმა გუნდმა უბნების გადათვლისა და შედეგების შესწორების მოთხოვნით მიმართა, გუნდის ლიდერებმა კი მათთან შეხვედრა შედეგების შესწორებამდე რამდენიმე დღით ადრე გამართეს.

წინა სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ძმის ბიძინა ესებუას დაკავებასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიავისა აქვს ბოდიში მოსახდელი- ოპოზიციას თუ ქართულ ოცნებას?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური