მთავარისიახლეებისაზოგადოებასამართლდამცველებმა ბადრი ესებუას ძმა დააკავეს

სამართლდამცველებმა ბადრი ესებუას ძმა დააკავეს

Published on

რამდენიმე წუთის წინ, სამართლდამცველებმა “საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმისთვის ძებნილი ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა დააკავეს. ინფორმავიას შინაგან საქმეთა სამინისტროი ადასტურებენ და მათივე ცნობით, ამ წუთებში ზუგდიდში, დაკავების ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში საბრძოლო მოქმედებაში მოყვანილი ხელყუმბარით შეიჭრა ბადრი ესებუა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

სიახლეები

ისრაელის საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანში “დაღამდა” და “ნავთობის წვიმასაც” ელოდებიან

აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ირანის სანაპიროსთან ახლოს ატომური ავიამზიდები განათავსეს. ისრაელი ჰაერიდან იერიშებს...

ირანს ახალი სულიერი ლიდერი ჰყავს, ვინაობა არ სახელდება

ირანის სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეამ ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერი აარჩია, თუმცა არჩეული პირის ვინაობა ჯერჯერობით...

რა თქმა უნდა, ბიძინას ნაკლი არა აქვს, რომ არ მჯეროდეს, ამდენ ბულინგს ვერ გავუძლებდი – შალვა რამიშვილი

"ქართული ოცნების" პროპაგანდისტი, ქრთამის მიცემისა და გარყვნილი ქმედებისთვის მსჯავრდებული, "პოს ტვ"-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი და...

გორში იარაღით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს – “ქართლის ამბები”

გორში, სოფელ სვენეთში, იარაღიდან გასროლით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია...