მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით ბაქრაძე: დღეს რომ ყუთები გადავთვალოთ, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ოცნებას 70% აქვს

დავით ბაქრაძე: დღეს რომ ყუთები გადავთვალოთ, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ოცნებას 70% აქვს

Published on

მაშინ, როცა საჩივრების განხილვის, მართლა შემოწმებისა და გადამოწმების დრო იყო, ყველაფერზე უარი გვითხრეს და დღეს, როცა თვე-ნახევარია ყუთები უბნებზე დევს, უნდა გადავთვალოთ იმ ყუთებში რამე?

ვინ იცის, რა არის შიგნით? დღეს იმ ყუთების გადათვლით შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ქართულ ოცნებას 70% აქვს და ოპოზიციამ გააყალბა არჩევნები. ვინმემ იცის, რა დევს იმ ყუთებში თვე-ნახევრის შემდეგ? როგორ შეიძლება სერიოზულად აღიქვა წინადადება, რომ ყუთი, რომელიც ჩაკეტილია უბანზე, რომლის გასაღებიც უბნის თავმჯდომარეს აქვს, რომელიც ქართული ოცნების არის, რომლის ბეჭედი და ლუქი აქვს უბნის თავმჯდომარესა და ოლქის თავმჯდომარეს, რომელიც ქართული ოცნების არის.

ეს უნდა გაკეთებულიყო არჩევნების მერე, ამიტომ გვქონდა საჩივრები, 800-მდე საჩივარი ჰქონდა ჩვენს პარტიას მხოლოდ დაწერილი. ”თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ. ქართული ოცნება ოპოზიციურ პარტიებს არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიეობო კომისიის ჩამოყალიბებას სთავაზობს.

სიახლეები

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა

Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ძირითადი დეტალები: მიზეზი:...

The Economist: ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა საშიშია უკრაინისთვის, ევროპისა და აშშ-ისთვის

გავლენიანი გამოცემა The Economist-ი ავრცელებს სტატიას, სადაც დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას...

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის,...