მთავარისიახლეებისამართალიგზა მოგვიჭრეს, რომ თედოს მეუღლეს მივუსამძიმროთ, არ გვაქვს მიახლოების უფლება – აკაკი...

გზა მოგვიჭრეს, რომ თედოს მეუღლეს მივუსამძიმროთ, არ გვაქვს მიახლოების უფლება – აკაკი კობალაძე

Published on

ისნის საოლქო კომისიის წევრი აკაკი კობალაძე, რომელიც სასმართლომ 10 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა, ამბობს, რომ სამართლებრივი შეზღუდვებიდან გამომდინარე, დღეს არ აქვს შესაძლებლობა გარდაცვლილი მეგობრის, თედო გობეჯიშვილის ოჯახს მიუსამძიმროს.

“ჩვენ ჩვენი მძიმე ბრალდებიდან გამომდინარე, გზა მოგვიჭრეს, რომ მივიდეთ და თედოს მეუღლეს მივუსამძიმროთ, არ გვაქვს მათთან მიახლოების უფლება, ის არის დაზარალებულები, ჩვენ ვართ ბრალდებულები ამ საქმეზე და ამისთვის ბოდიშს ვუხდი ოჯახს, რომ უბრალოდ შეუძლებელია ჩვენგან ამის გაკეთება, მაგრამ რაღაცას მოვახერხებთ ამასთან დაკავშირებით, აუცილებლად სიმართლე გაიმარჯვებს, ყველაფერი მართლაც ამ სტუდიიდან დაიწყო.” –ამბობს კობალაძე

კობალაძე, რომელიც საქართველოს მე–10 მოწვევის ერთპარტიული პარლამენტის სხდომამდე, ერთი დღით ადრე გაათავისუფლეს, ფიქრობს, რომ პარლამენტს ჭირდება არა მარტო იურიდიული და სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური ლეგიტიმაცია.

 როდესაც ქვეყანა ვერ იღებს ბიუჯეტს, პოლიტიკურ კრიზისად ირაცხება პარლამენტი უნდა დაიშალოს და ხელახალი არჩევნები შედგეს, ჩვენ კი ვიღებთ პარლამენტში მხოლოდ ერთ ფრაქციას, ერთ პოლიტიკურ კონიუნქტურას”. – ამბობს აკაკი კობალაძე.

სიახლეები

მეგი დიასამიძეს 380-ლარიანი ზიანის გამო პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

კალაძის ორი საარჩევნო ბანერის "დაზიანების გამო", რომელთა ზიანი საერთო ჯამში, 380 ლარია, მეგი დიასამიძეს...

არც ეროვნება აქვთ, არც სქესი, არც რელიგია – კობახიძე აქციის მონაწილეებზე

ივანიშვილის მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტვ "იმედის" ეთერში ოპოზიციაზე და აქციის მონაწილეებზე საუბრობს და...

“შესაძლოა, ეს შეცდომა ყოფილიყო” – ტრამპი პოლონეთში შეჭრილ დრონებზე

„შესაძლოა, ეს შეცდომა ყოფილიყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე არ ვარ კმაყოფილი იმით, რაც ამ...

აიღე საქართველოს დროშა და გაიმარჯვე 4 ოქტომბერს! – ლევან ხაბეიშვილის წერილი იზოლატორიდან

11 სექტემბერს დაკავებული ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან წერილს აგზავნის და...