მთავარისიახლეებიპოლიტიკა"დაგაქვეითეს, ქალბატონო თეა?" - შეკითხვა ნამინისტრალ წულუკიანს, რომელსაც ჭოკითხტომა-კერლინგის მიმართულებები ჩააბარეს

“დაგაქვეითეს, ქალბატონო თეა?” – შეკითხვა ნამინისტრალ წულუკიანს, რომელსაც ჭოკითხტომა-კერლინგის მიმართულებები ჩააბარეს

Published on

იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა, შეკითხვების შემდეგ: “დაგაქვეითეს ქალბატონო თეა?”, “ქალბატონო თეა, პენსიაზე გაგიშვეს?” ჟურნალისტებს ზურგი შეაქცია და ლიფტში შევიდა, ხოლო მისი დაცვის წევრები მედიელებს არ აძლევდნენ საშუალებას, თეა წულუკიანთან ახლოს მისულიყვნენ. 

მეათე მოწვევის ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტები დაინტერესდნენ, უქმნიდა თუ არა დისკომფორტს თეა წულუკიანს იუსტიციის მინისტრობიდან საპარლამენტო კომიტეტში გადასვლა. 

ნიკა გვარამია წერს: ,,მასშტაბურ პოლიტიკურ ფიგურას, თეა წულუკიანს, ბაგა-ბაღების, კლოუნადა-პანტომიმის და ჭოკითხტომა-კერლინგის მიმართულებები ჩააბარეს. იღწვის ქალი, შრომობს. ამ სფეროებს ააყვავებს ახლა, ეჭვი არ მეპარება. თან, კერლინგის კენჭებიდან და ცოცხებიდან ექვსიანებსაც ამოშანთავს.”

შეგახსენებთ, დღეს თეა წულუკიანი განათლების კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატად დასახელდა

სიახლეები

სტუდენტები ეთნიკური უმცირესობის სტუდენტების განათლების უფლების უზრუნველყოფას და ილიაუნის ავტონომიურობას ითხოვენ

სოლიდრობა ილიას უნივერსიტეტს - სასწავლო დაწესებულებასთან ცოტა ხნის წინ, საგანგებო განცხადება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა...

ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს

სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....