მთავარისიახლეებიპოლიტიკაანი წითლიძემ დეპუტატის მანდატზე უარის თქმის ნიშნად მემორანდუმს ხელი მოაწერა

ანი წითლიძემ დეპუტატის მანდატზე უარის თქმის ნიშნად მემორანდუმს ხელი მოაწერა

Published on

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მე-10 მოწვევის პარლამენტის ახალარჩეული წევრი ზუგდიდიდან ანი წითლიძე საკანონმდებლო ორგანოს ბოიკოტს უცხადებს. მისი თქმით, ის უარს ამბობს დეპუტატის მანდატზე და პარლამენტარის უფლებამოსილების შესწყვეტასა და ხელახალ არჩევნებს ითხოვს.

“ჩემს თანაგუნდელებთან ერთად დღეს ოფიციალურად მოვაწერე ხელი ჩემს პირად განცხადებას პარლამენტის წევრობის უარზე და ყოველგვარი პათეტიკის გარეშე ამაზე ამაყი იშვიათად ვყოფილვარ. ეს ქვეყანა აუცილებლად იქნება თავისუფალი ევროპული ღირებულებების, ერთიანი და ძლიერი “- განაცხადა წითლიძემ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”; “ევროპული საქართველო”; “სტრატეგია აღმაშენებელი”; “ლელო საქართველოსთვოს”; “ლეიბორისტული პარტია”; “ერთიანი საქართველო” – ოპოზიციური პარტიებმა მოსწავლე ახალგაზრდობის ეზოში ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომ უარს ამბობენ მანდატებზე და პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.

დღეს თბილისში, ახალი მოწვევის პარლამენტის სხდომა, სადაც მხოლოდ “ქართული ოცნების” დეპუტატები არასრული შმადგენლობით შეიკრიბნენ, აქციის ფონზე მიმდინარეობს

სიახლეები

ისრაელის საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანში “დაღამდა” და “ნავთობის წვიმასაც” ელოდებიან

აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ირანის სანაპიროსთან ახლოს ატომური ავიამზიდები განათავსეს. ისრაელი ჰაერიდან იერიშებს...

ირანს ახალი სულიერი ლიდერი ჰყავს, ვინაობა არ სახელდება

ირანის სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეამ ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერი აარჩია, თუმცა არჩეული პირის ვინაობა ჯერჯერობით...

რა თქმა უნდა, ბიძინას ნაკლი არა აქვს, რომ არ მჯეროდეს, ამდენ ბულინგს ვერ გავუძლებდი – შალვა რამიშვილი

"ქართული ოცნების" პროპაგანდისტი, ქრთამის მიცემისა და გარყვნილი ქმედებისთვის მსჯავრდებული, "პოს ტვ"-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი და...

გორში იარაღით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს – “ქართლის ამბები”

გორში, სოფელ სვენეთში, იარაღიდან გასროლით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია...