მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ლელო" პარლამენტში არ შედის და საპარლამენტო სიას აუქმებს - პოლიტსაბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება

“ლელო” პარლამენტში არ შედის და საპარლამენტო სიას აუქმებს – პოლიტსაბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება

Published on

“ლელო” პარლამენტში არ შედის და საპარლამენტო სიას აუქმებს – განცხადება ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ჩვენმა პარტიამ ოფიციალურად დღეს მიიღ ის გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ ბოლო თვენახევარია ვახმოვანებთ, რომ გამოვიწვიოთ ჩვენი საპარლამენტო სია და უარი ვთქვათ იმ მანდატებზე, რომელიც მოგვანიჭეს გაყალბებული არჩევნების შედეგად – ამბობს მამუკა ხაზარაძე.

მისივე თქმით, ქვეყნისთვის ერთპარტიული პარლამენტი არის ძალიან ცუდი, თუმცა ამ ეტაპზე სხვა გამოსავალი არ არსებობს იმისთვის, რომ ქვეყანა გადავიდეს ახალ ეტაპზე და სამართლიანი არჩევნების დამკვიდრებაზე.

შეგახსენებთ, რომ იგივე გადაწყვეტილება მიიღო დღეს “სტრატეგია აღმაშენებელმაც”

სიახლეები

ისრაელის საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანში “დაღამდა” და “ნავთობის წვიმასაც” ელოდებიან

აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ირანის სანაპიროსთან ახლოს ატომური ავიამზიდები განათავსეს. ისრაელი ჰაერიდან იერიშებს...

ირანს ახალი სულიერი ლიდერი ჰყავს, ვინაობა არ სახელდება

ირანის სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეამ ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერი აარჩია, თუმცა არჩეული პირის ვინაობა ჯერჯერობით...

რა თქმა უნდა, ბიძინას ნაკლი არა აქვს, რომ არ მჯეროდეს, ამდენ ბულინგს ვერ გავუძლებდი – შალვა რამიშვილი

"ქართული ოცნების" პროპაგანდისტი, ქრთამის მიცემისა და გარყვნილი ქმედებისთვის მსჯავრდებული, "პოს ტვ"-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი და...

გორში იარაღით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს – “ქართლის ამბები”

გორში, სოფელ სვენეთში, იარაღიდან გასროლით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია...