მთავარისიახლეებიპოლიტიკახელისუფლების მარცხი ნერვების ომში

ხელისუფლების მარცხი ნერვების ომში

Published on

დღეს დილიდან ხელისუფლებამარცხს მარცხზე განიცდის. მას შემდეგ, რაც პარლამენტში შესვლაზე მკაფიო უარი განაცხადეს ,,ლელომ” და ,,სტრატეგია აღმაშენებელმა და გაახმოვანეს გადაწყვეტილება ჩახსნანა სიები, სხვა იმპულსები წამოვიდა ალეკო ელისაშვილის პარტიიდანაც ,, მოქალაქეები”.

ჩვენი ამოცანა პარლამენტში შესვლა კი არ არის, ჩვენი ამოცანაა, მოლაპარაკების პროცესი გადავარჩინოთ – განაცხადა დღეს მოქალაქეების წევრმა ლევან იოსელიანმა TV პირველის ეთერში.თუ გვაქვს შანსი, რომ მოლაპარაკება გადავარჩინოთ, უნდა გადავარჩინოთ. რა თქმა უნდა, თუ არანაირი შეთანხმება შედგა, პარლამენტში შესვლას] აზრი არ აქვს, რისთვის უნდა შევიდეთ? მე და ალეკო რომ მარტო შევიდეთ, ეს ხომ სისულელე იქნება, რა უნდა გავაკეთოთ ორმა კაცმა? იმას თავი დავანებოთ, რომ მთელი საქართველოსთვის გაუგებარი იქნება, მაგრამ, ვთქვათ, შევედით, რა უნდა გავაკეთოთ, რას შევცვლით? ვერაფერს.”

ამ დროისთვის უცნობია, ჩახსნის თუ არა ეს პარტია თავის სიას, მაგრამ გადაწყვეტილება არ შევიდნენ პარლამენტში უკვე მკაფიოდ არის გაცხადებული. თუმცა ირაკლი კობახიძე გუშინდელი დღის შემდგომ შეცვლილი მდგომარეობის მიუხედავად, კვლავ ებღაუჭება იმედს, რომ გამოჩნდება პოლიტიკოსი, რომელიც არ გაანაულებს თავის სიას და დღეს თუ ხვალ შევა პარლამენტში – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ ჩატარებულ ბრიფინგზე განაცხადა

სიახლეები

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ვიზიტი დაიწყო. მაიკლ ო'ფლაერტი სამოქალაქო საზოგადოებას უკვე შეხვდა....

ვოლოდიმირ ზელენსკი ფრიდრიხ მერცს შეხვდება

Reuters- ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, დღეს გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს, შეხვდება. გამოცემა...

საიამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. სარჩელი...

14 აპრილი დედაენის დღეა

14 აპრილი დედაენის დღეა 1978 წლის 14 აპრილს თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა - მოქალაქეები...