მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ჭორვილაში შეაშინე შენი დამონებული მეზობლები, შე ნაძირალა!'' - ასე პასუხობს შალვა...

,,ჭორვილაში შეაშინე შენი დამონებული მეზობლები, შე ნაძირალა!” – ასე პასუხობს შალვა ნათელაშვილი ივანიშვილის მუქარას, რომელიც დღეს კობახიძის პირით გაჟღერდა

Published on

ირაკლი კობახიძე საჯაროდ რეპრესიებით ემუქრება ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას ქვეყნაში – ნაციონალურ მოძრაობას.

“ოცნების” ერთერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ, დღევანდელ ბირფინგზე თქვა, რომ პარალმენტში დაინიცირდება კანონპროექტი “ენმ”-ს საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებაზე. 

მისი თქმით, “მიხეილ სააკაშვილი არ აკმაყოფილებს ერთდროულად ორ კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს. ის არ არის საქართველოს მოქალაქე და მას შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა, რაც აღსრულებას ექვემდებარება. მიუხედავად ამ გარემოებისა, სამწუხაროდ, ჩვენმა უკრაინელმა კოლეგებმა ვერ მოახერხეს საარჩევნო პროცესებში სააკაშვილის მონაწილეობის პრევენცია, თუმცა, ამისათვის უკრაინელ მეგობრებს, რომლებიც თავადაც უამრავი სირთულის წინაშე დგანან, ჩვენ ვერ გავაკრიტიკებთ. საკითხის მოგვარება და კონსტიტუციის აღსრულების უზრუნველყოფა, პირველ რიგში, ჩვენი ვალია. ამისათვის ახალი მოწვევის პარლამენტში ჩვენ დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომლის საფუძველზეც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს”,  – აცხადებს კობახიძე ანუ მმართველი გუნდის სახელით ამბობს , რომ 700 ათასზე მეტი ამომრჩევლის რეგისტრაციიდან ჩახსნას აპირებს.

როგორც ჩანს, ასეთია ბიძინა ივანიშვილის დირექტივა . ბეღურებს ზარბაზნებს არ ესვრიან, ამიტომ ოპოზიციაში უშუალოდ მიმართავენ ბიძინა ივანიშვილს:

“ჭორვილაში შეაშინე შენი დამონებული მეზობლები შე ნაძირალა. რეჟიმი უნდა დავამთავროთ!!!” – წერს ნათელაშვილი.

სიახლეები

ილიაუნის განათლების სკოლა საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმებას ითხოვს

მიუღებელია „განათლების რეფორმის“ სახელით გამოცხადებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის...

სტუდენტები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

განათლების სამინისტროსთან პროტესტი გრძელდება. სტუდენტები გივი მიქანაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, მიქანაძე ვალდებულია მივიდეს და...

14-15 თებერვალს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 14-16 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 თებერვალს...

ფიშერი- პაპუაშვილი 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე, ის 48 წლისაა, მეტი კომენტარი არ მაქვს

მე ბატონ პაპუაშვილს კარგად ვიცნობ, თუმცა ვიკიპედიის თანახმად, ის სწავლობდა გერმანიაში 4 წლის განმავლობაში...