მთავარისიახლეებისაზოგადოება"კოორდინატორი ვიყავი ოცნებიდან, ეჭვობდნენ ნაციონალი ხარო და ამიტომ ბინა არ მომცეს"- დევნილი...

“კოორდინატორი ვიყავი ოცნებიდან, ეჭვობდნენ ნაციონალი ხარო და ამიტომ ბინა არ მომცეს”- დევნილი ოჯახი ნგრევად ობიექტში მათ დატოვებას პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს [Video]

Published on

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ, ზუგდიდში, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების განაწილების საკითხზე მუშაობა დაასრულა და იმ ოჯახების სიაც გამოაქვეყნა, რომლებიც ახალაშენებულ კორპუსებში შესახლდებიან. თუმცა, არიან ოჯახები, რომლებიც ნგრევად ობიექტებში,გაუსაძლისი პირობებში, რისკის ქვეშ ცხოვრობენ,  თუმცა მათ ნაწილს განსახლების პროცესი არ შეეხო.ერთ-ერთი ასეთია  სოფელ რუხში, ყოფილი გამგეობის შენობაში  მცხოვრები ხორავების 3 სულიანი ოჯახი, რომელთაც შშმ შვილი ყავთ. ნგრევად შენობაში მცხოვრები 5 ოჯახიდან 4  უკვე დაკმაყოფილდა, თუმცა რა კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს ხორავების ოჯახი უცნობია.

დევნილი ოჯახი საბერიოდანაა და აქ 20 წელზე მეტია ცხოვრობს. ბინით არდაკამაყოფილებას დევნილი ოჯახი პოლტიკურ მოტივს უკავშირებს, დიასახლისი ამბობს,რომ  ხელისუფლებამ იმისთვის დასაჯა, რომ „ქართულმა ოცნება“, რომლის კოორდინატორიც თავად იყო, სოფელში დამარცხდა.

ხორავების ოჯახის ბედს ზუგდიდში არაერთი დევნილი იზიარებს, რომლებიც ამბობენ რომ ბინები უკანონოდ დარიგდა და ვისაც ის მართლა ჭირდებოდა, არ მისცეს. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში კითხვაზე, რა ბედი ელით მსგავსი პრობლემების მქონე ოჯახებს, გვიპასუხეს, რომ ეს სია საბოლოო არ არის, კომისია რამდენიმე დღის განმვალობაში იმუშავებს ზუგდიდში და საბოლოო პასუხს სააგენტო მხოლოდ ამის შემდეგ იტყვის. სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სამეგრელოს რეგიონში 68 ობიექტი იხურება, რომლებიც ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად ნგრევადია, თუმცა, რა ბედი ელით ასეთ შენობებში სიცოცხლის რისკის ფასად დარჩენილ  ოჯახებს  ობიექტების დახურვის შემდეგ და დარჩებიან თუ არა ისინი ღია ცის ქვეშ, უცნობია.

სიახლეები

გორში იარაღით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს – “ქართლის ამბები”

გორში, სოფელ სვენეთში, იარაღიდან გასროლით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია...

საქართველოში მიღებული ახალი კანონები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს – ეუთო/ოდირი

ეუთო/ოდირი ივანიშვილის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული კანონები ადამიანის ძირითად...

აზერბაიჯანში დაკავებული პირები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის აფეთქებას გეგმავდნენ

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დააკავეს პირები, რომლებიც ირანის ისლამური რევოლუციის...

ირანის საელჩო: ხამენეის სამძიმრის წიგნში ქართველმა მაღალჩინოსანმა ჩანაწერი დატოვა

ტაბულა: ირანის ელჩი საქართველოში, სეიედ ალი მოჯანი, პლატფორმა X-ზე წერს, რომ "საქართველოს მთავრობისა და ხალხის...