მთავარისიახლეებიპოლიტიკაელენე ხოშტარია - ელისაშვილის პარლამენტში შესვლა მის "ოცნებაში" გაწევრიანებას ნიშნავს

ელენე ხოშტარია – ელისაშვილის პარლამენტში შესვლა მის “ოცნებაში” გაწევრიანებას ნიშნავს

Published on

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებით, ელისაშვილის პარლამენტში შესვლა მის „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანებას ნიშნავს. მისი თქმით, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მანამდე ელისაშვილმა მანამდე არჩევნების შედეგებს გაყალბებული უწოდა, ახლა კი მზად არის პარლამენტში შევიდეს:

“ალეკო და ლევანი რომ საუბრობენ, (საარჩევნო რეფორმაზე) რაღაც გამოვგლიჯეთო, ესეც ტყუილია. საარჩევნო რეფორმის გამოგლეჯა არ იყო გამოსავალი, ეს არ აგვარებს გაყალბებული არჩევნების პრობლემას, პოლიტიკური მძევლების გამოყვანის პრობლემას და კი არ განმუხტავს კრიზისს, ოცნებას უქმნის ლეგიტიმაციას.

როცა ადამიანებს მისცემ სიტყვას და მერე შეგიძლია, ეს სიტყვა გადათქვა, ეს არის პრობლემა. იმედი მაქვს, რომ ოპოზიციაში არ არის იმდენი მატყუარა პოლიტიკოსი, რომ კობახიძე ვერ შეძლებს ბინძური მეთოდებით ერთობის დაზიანებას და ცალკე აღებული ელისაშვილის პარლამენტში შესვლა არის არა ერთპარტიული პარლამენტის დასრულება, არამედ ალეკო ელისაშვილის ოცნებაში გაწევრიანება”. – განაცხადა ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ელისაშვილმა განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება საარჩევნო სისტემის რეფორმირებას მოახდენს, ის მზად არის პარლამენტში შევიდეს.

სიახლეები

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...