მთავარისიახლეებიპოლიტიკაალეკო ელისაშვილი - თუ საარჩევნო სისტემის რეფორმაზე შევთანხმდებით, პარლამენტში შევალ

ალეკო ელისაშვილი – თუ საარჩევნო სისტემის რეფორმაზე შევთანხმდებით, პარლამენტში შევალ

Published on

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი განმარტავს იმ პირობებს, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიცის პარლამენტში შევა.

ელისაშვილის მტკიცებით, მისთვის მთავარი საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო ადმინისტრაციების რეფორმებზე შეთანხმებაა.

ელისაშვილი ამბობს, რომ თუ საარჩევნო სისტემა და ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესები ისე შეიცვლება და ექნება გარანტია, რომ შეთანხმება შესრულდება, მაშინ პარლამენტში შესვლას დათანხმდება.

“პირდაპირ გეუბნებით, რომ მე მწამს, გვაქვს ახლა მომენტი, შესაძლებლობა, რომ იმ მოლაპარაკებებიდან ეს გამოვიტანოთ, საქართველოს მომავალი გამოვიტანოთ, გაწიკწიკებული საარჩევნო წესები, სანდო და გაწიკწიკებული საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი, ამაზე ვმუშაობთ საათობით, ამისთვის ვიბრძვი, ეს არის ეროვნული ამოცნა, რომელსაც მივადექით ყველა, თუ გვინდა, რომ ქვეყანას ეშველოს, ხელისუფლებები იცვლებოდნენ, მთავარი მექანიზმი რა არის?! ქუჩაში ხო არ უნდა მივსდევდეთ ზარბაზნით, არა, არჩევნებით ვცლიდეთ…

პირდაპირ გეუბნებით, მე იქიდან ეს ეს დოკუმენტები, ეს გარანტია მეჭირება ხელში, პარლამენტში შევალ რა თქმა უნდა, ისე გახადეს, პარლამენტში შედიხარ, გეგონება სამშობლოს უნდა უღალატო, საქართველოს უნდა უღალატო პარლამენტში თუ შევალ. ესე ტყვილა პარლანტში არ შევალ ცოცხალი თავით ქუდი რომ შემიგდონ და არც შევდივარ, ერთ თვეა ფეხი გაფიჩინებული მაქვს და იმ მოლაპარაკებებზე პასტით და ფურცლით დავდივარ, ეს ეს ეს რაც შეეხება არჩევნებს, ეს უნდა გაკეთდეს, ეს უნდა გაკეთდეს, ამეებზე ვმუშაობთ და ამით თუ გამოვალ, იქიდან გამოვალ თავაწეული და ვფიქრობ, ყველა გამოვა, ვისაც უნდა ეს ქვეყანა წინ წავიდეს, არ აურიოს და რევოლუცია არ მოახდინოს”, – თქვა ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილმა აღნიშნა, რომ მის გადაწყვეტილებას ფულის აღებასთან არანაირი კავშირი არ აქვს:

არასოდეს არცერთ ფულად არ გავიყიდები, არცერთ ზედმეტ თეთრს ფულს არ მოვკიდებთ, – თქვა ალეკო ელისაშვილმა.

სიახლეები

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ვიზიტი დაიწყო. მაიკლ ო'ფლაერტი სამოქალაქო საზოგადოებას უკვე შეხვდა....

ვოლოდიმირ ზელენსკი ფრიდრიხ მერცს შეხვდება

Reuters- ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, დღეს გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს, შეხვდება. გამოცემა...

საიამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. სარჩელი...

14 აპრილი დედაენის დღეა

14 აპრილი დედაენის დღეა 1978 წლის 14 აპრილს თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა - მოქალაქეები...