მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა მელია: ვერავისზე 100%-ით თავს ვერავინ ვერ დადებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ...

ნიკა მელია: ვერავისზე 100%-ით თავს ვერავინ ვერ დადებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებს ბიძინა ივანიშვილს არავინ დაუკანონებს

Published on

ვერავისზე 100%-ით თავს, ბუნებრივია, ვერავინ ვერ დადებს. მე ვარ დარწმუნებული, რომ ამ არჩევნებს არ დაუკანონებს არავინ ბიძინა ივანიშვილს. მაგრამ, თუ მეკითხებით, ვინმე აპირებს თუ არა შესვლას, რომ გითხრათ 60 კაცის სახელით, კლასის დამრიგებელი ხომ არ ვარ?  -განაცხადა ენმ-ძალა ერთობაშიას წევრმა ნიკა მელიამ ოპოზიციის შეხვედრაზე შესვლისას.

შესვლის სურვილი, შეიძლება, ვიღაცებს ჰქონდეს, მაგრამ იცით, რა პარალელს გავავლებდი? ბევრ საჯარო მოხელეს აქვს ქრთამის აღების ცდუნება, მაგრამ ეშინია პროკურორის, ეშინია პოლიციის უფროსის, ეშინია პოლიციის, კანონის, რომ არ დაისაჯოს. აქაც, ალბათ, ვიღაცებს აქვთ ცდუნება, სურვილი, რომ შევიდნენ, მაგრამ ეშინიათ მორალური პოლიციის, ხალხის, საზოგადოების, ვის წინაშეც ვართ ანგარიშვალდებული. 

ამ მე-10 მოწვევის პარლამენტში არც ერთი ოპოზიციონერი არ იქნება, ვინმე თუ შევა პარლამენტში, ის არ იქნება ოპოზიციონერი და არ იქნება დეპუტატი, ის იქნება პუფი, უბრალოდ რაღაცა ნივთი. როგორ წარმოგიდგენიათ, 6 კაცი შევიდეს და რა უნდა აკეთოს ამ 6-მა ადამიანმა? მე გამოვრიცხავ…

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, ყველა ოპოზიციური პარტია პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.

სიახლეები

ილიაუნის განათლების სკოლა საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმებას ითხოვს

მიუღებელია „განათლების რეფორმის“ სახელით გამოცხადებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის...

სტუდენტები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

განათლების სამინისტროსთან პროტესტი გრძელდება. სტუდენტები გივი მიქანაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, მიქანაძე ვალდებულია მივიდეს და...

14-15 თებერვალს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 14-16 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 თებერვალს...

ფიშერი- პაპუაშვილი 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე, ის 48 წლისაა, მეტი კომენტარი არ მაქვს

მე ბატონ პაპუაშვილს კარგად ვიცნობ, თუმცა ვიკიპედიის თანახმად, ის სწავლობდა გერმანიაში 4 წლის განმავლობაში...