მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა გვარამია გიორგი ვაშაძის განცხადებას "მთავარ არხზე"თავდასხმად აფასებს

ნიკა გვარამია გიორგი ვაშაძის განცხადებას “მთავარ არხზე”თავდასხმად აფასებს

Published on

ნიკა გვარამია გადაცემაში დღის სტუმარში ამბობს, რომ გიორგი ვაშაძეს ბოდიში აქვს მოსახდელი იმის გამო, რაც მან თქვა. მთავარი არხის გენერალური დირექტორი ასევე ამბობს, რომ რეაქცია არ ექნებოდა ვაშაძის განცხადებაზე, თუ კი ეს არ იქნებოდა თავდასხმა “მთავარ არხზე”. 

“გიორგი ვაშაძეს რომ ვიღაცებმა შეუტიეს, ეს რა კავშირშია ჩემთან, არ მესმის. პოლიტიკური ლიდერი თუ ჩემს სტატუსებს ეგზალტირებული ამომრჩევლის კომენტარებისგან ვერ ანსხვავებს, მაშინ უნდა დაჯდეს სახლში და ბავშვებს მოუაროს – დიდი ბოდიში, მაგრამ ასეა. მეორე – დღეს გავრცელდა ინფორმაცია “ოცნებიდანაც” და ოპოზიციის შიგნიდანაც 7 ადამიანზე, რომ ისინი შედიან პარლამენტში. მე არც დამიჯერებია, არც არ დამიჯერებია – ზუსტად ამას ეხებოდა გუშინდელი ჩემი სტატუსი, რომ უკვე აღარ ვიცით რას უნდა დავუჯეროთ, რადგან ჩვენ ვერ ვხედავთ პროცესებს მოქმედებაში” – თქვა ნიკა გვარამიამ და აქვე განმარტა, რომ “თაკო ჩარკვიანი პირველი იყო, რომელმაც დაალაიქა ჩემი სტატუსი, რომელიც ეხებოდა ფსევდოკონსპირაციების შეთხზვას. სად იყო იქ გიორგი ვაშაძე ნახსენები, ვინმემ გამაგებინოს – ეს მაინტერესებს. არც ერთგან იყო ნახსენები. “

ნიკა გვარამიამ ასევე თქვა, რომ მთავარმა არხმა იცოდა მოლაპარაკებების დეტალები, თუმცა “ხმა არ ამოგვიღია”. 

“ვაშაძე ურცხვად ლაპარაკობს, რომ მე არ დავურეკე – მორიგე ჟურნალისტი ვარ თუ ვინ ვარ მისი აზრით?! დაურეკა ჟურნალისტმა და პასუხი არ გაგვცა, რაც ძალიან აღრმავებს ეჭვებს. სამარცხვინო კომენტარის მერე არ მჯერა, რომ ვაშაძე არ შევა [პარლამენტში]. მთელ ისრები გადმოისროლა ჩემზე და ჩემს არხზე, რომელიც წინასაარჩევნოდ მისი პარტიის მთავარი მხარდამჭერი იყო. რაც ეს პროცესები დაიწყო, ვაშაძე ვერ მოვიყვანეთ სტუდიაში, გვეუბნება, რომ ოჯახური პირობების გამო ვერ დადის. გავჩუმდებოდი, მაგრამ არასდროს არავისთვის არ მიპატიებია ჩემს არხზე თავდასხმა, ჩემზე თავდასხმას ვაპატიებდი. ბოდიში მოიხადოს ვაშაძემ. თურმე მე დავუყენე დეკანოძე კანდიდატად – ნორმალურია ამის მთქმელი? დღევანდელი მისი განცხადება არის ტიპური ბიძინა ივანიშვილის ნარატივი” – თქვა ნიკა გვარამიამ. 

შეგახსენებთ, დღეს გიორგი ვაშაძემ მთავარ არხზე და ნიკა გვარამიაზე ისაუბრა; “მთავარის” მიერ გაკეთებულ სიუჟეტებს, როგორ ვეკვრებოდით ვითომ ვიღაცებს და ბნელ მხარეს გადავდიოდით. ნიკა გვარამიას ჩემი ტელეფონი აქვს და შეუძლია დამირეკოს”.

სიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო რეჟიმმა ტყვარჩელის რაიონის, სოფელ ოქუმში საქართველოს მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის...

კალაძე მოსკოვის მექანიზმზე-ეს არის სრული ბოდვა

ეს არის სრული ბოდვა. მე მგონი, ყველა კარგად ვხვდებით თუ რატომ დაიწყო ეს ყველაფერი,...

შესაძლოა დამოუკიდებელი სამაუწყებლო არხების დახურვა გამოიწვიოს – TI კომკომის განცხადებაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებით, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს ემუქრება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ...

ეს არის მოსკოვის მექანიზმის მანდატიდან გასვლა – მახაშვილი ეუთო/ოდირის ანგარიშზე

ივანიშვილის დეპუტატი, ლევან მახაშვილი ეუთო/ოდირის ანგარიშს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ესაა "აუხდენელი ოცნებების და...