ყაჩაღობა მოხდა სოფელ ნოჯიხევში. 2 ნიღბიანი პირი 70 წლამდე ქალის საცხოვრებელ სახში შეიჭრა და ოჯახისგან თანხას ითხოვდა. თავდამსხმელებმა ქალი გასკოჩეს და დააუთავეს, თვითონ კი მიმალვა მოახერხეს. შემთხვევა წუხელ მოხდა.თავდამსხმელები ქალს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ვიდრე გონება არ დაკარგა. როგორც დაზარალებული ყვება, ყაჩაღები სახლში ფანჯრიდან შეიჭრნენ, სიბნელის გამო ქალმა მათი ვინაობა ვერ გაარჩია.
დაზარალებული ამჟამად ნათესავის სახლშია, მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა კონტაქტურია და ექსპერტიზის ჩატარებას ელოდება. ქალმა ნათესავებს დახმარება თავად სთხოვა. ნათესავების თქმით, ქალს ინსულტი აქვს გადატანილი
გამოძიება სისხლის სამართლოს კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს