მთავარისიახლეებიპოლიტიკაიმედი არის, რომ რაღაც შეთანხმებას მივაღწევთ - ალეკო ელისაშვილი

იმედი არის, რომ რაღაც შეთანხმებას მივაღწევთ – ალეკო ელისაშვილი

Published on

„ქართულმა ოცნებამ“ მნიშვნელოვანი რაღაცები უნდა დათმოს, მაშინ მოლაპარაკებებს საერთოდ აზრი არ ექნებოდა, მაშინ არც ჩვენ უნდა ვწვალობდეთ ტყუილად, არც „ქართული ოცნება“ და არც ელჩები, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს გარკვეული იმედი, რომ რაღაც შეთანხმება შედგება.

„შეიძლება ვერ შევთანხმდეთ ვერაფერზე და დავიშალოთ, ასე ჩვენ ჩვენს გზას გავუყევით, მაგრამ გარკვეული იმედი არის, რომ რაღაც შეთანხმებას მივაღწევთ. „ქართული ოცნება“ მოდის თავისი პოზიციით, ჩვენ მივდივართ ჩვენი პოზიციით. გარკვეული კომპრომისები არის, რასაც სულ ცოტა ხანში გაიგებთ. კომპრომისები სახელმწიფოებრივად სწორი და გონივრული უნდა იყოს. იმედი მაქვს, შეთანხმებამდე მივალთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

საქართველოში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდი მიმდინარეობს. ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ელჩებთან ერთად შეხვედრას მართავენ.

სიახლეები

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...

სტივენ დოუთი-საქართველოს მთავრობის კანონმდებლობა მიზანში იღებს NGO-ებს, ოპოზიციას

გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დაუთი სამეფოს თემთა პალატის წევრის, იან დანკან სმიტის კითხვის...

ამჯერად, ვიღაცას ეყო პოლიტიკური ნება და გადაწყვიტა საქმის გახსნა-ნიკო კვარაცხელიას დედა

ქართული ოცნების პროკურატურის მიერ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან 5 წლის შემდეგ საქმის გახსნილად გამოცხადების მერე,...