მთავარისიახლეებიპოლიტიკაგანმეორებით არჩევნებს "ოცნება" არ განიხილავს - თალაკვაძე მოლაპარაკებას ესწრებოდა

განმეორებით არჩევნებს “ოცნება” არ განიხილავს – თალაკვაძე მოლაპარაკებას ესწრებოდა

Published on

მესამე რაუნდის მოლაპარაკებებიდან გამოსულმა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, თქვა, რომ განმეორებით არჩევნებს “ოცნება” არ განიხილავს.

“დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია შეთანხმებისკენ. ეს ემსახურებოდა პოზიციების კიდევ უფრო დაახლოებას და გრძელვადიან თანამშრომლობას. მსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ელჩებს, რომლებიც ფასილიტაციას უწევენ დიალოგს. იმედს გამოვთქვამ, შემდეგ შეხვედრებზე ჩვენ შევძლებთ პოზიციების ისე შეთანხმებას, რომ შესაძლებელი გახდება მისი გაფორმება. განმეორებით არჩევნებს “ოცნება” არ განიხილავს. პანდემიის მიუხედავად, 2 მილიონამდე მოქალაქემ გააკეთა არჩევანი და არ გვაქვს საფუძველი ეჭვქვეშ დავაყენოთ ის”, – ამბობს თალაკვაძე

სიახლეები

ნუ ცდიან ჩვენს ძალას, ვინც ეს სცადა, თავი რკინის მუშტით გაუტყდა – ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, უშიშროების საბჭოს სხდომაზე უმკაცრესი განცხადება გააკეთა ნახიჩევანის ინცინდენტის შესახებ, არმიას...

ირანი მათი მხრიდან ნახიჩევანზე დრონებით თავდასხმას არ ადასტურებს

ირანის ხელისუფლებაში აზერბაიჯანის ნახიჩევანის აეროპორტზე თავდასხმაზე კომენტარი გაკეთდა - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე...

“საქართველოს მთავრობა ნამდვილად არ მიდის სწორი გზით” – კალასი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ...

ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა - როგორც აზერბაიჯანული მედია APA...