მთავარისიახლეებიპოლიტიკაამ შეხვედრით რომ არ დამთავრდება ყველაფერი, ფაქტია, ეს ილუზია იმედია, არავის აქვს...

ამ შეხვედრით რომ არ დამთავრდება ყველაფერი, ფაქტია, ეს ილუზია იმედია, არავის აქვს – გიორგი ვაშაძე

Published on

საუბარი რაიმე კომპრომისზე ჯერ ადრეა, ამ შეხვედრით რომ არ დამთავრდება ყველაფერი, ეს ფაქტია, ეს ილუზია იმედია, არავის აქვს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ელჩებთან დღევანდელ შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით იქნება საუბარი.

„ყველაფერს გეტყვით, როცა გამოვალ შეხვედრიდან, ყველაფერი დამოკიდებულია დღევანდელ შეხვედრაზე. გვექნება ბევრ საკითხზე საუბარი, თუმცა რაიმე კომპრომისზე ჯერ ადრეა, ამ შეხვედრით რომ არ დამთავრდება ეს ფაქტია. ეს ილუზია იმედია, არავის აქვს“, – განაცხადა ვაშაძემ.

საქართველოში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდი მიმდინარეობს. ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ელჩებთან ერთად შეხვედრას მართავენ.

სიახლეები

საჰაერო ნავიგაცია ცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით პირველ განმარტებას აკეთებს

რატომ "ჩაკეტეს ცა" აბასთუმნის თავზე? - საჰაერო ნავიგაცია პირველ განმარტებას აკეთებს. საჰაერო ნავიგაციის გენერალური დირექტორის...

პენსიონერის მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს

72 წლის პენსიონერის მკვლელობისთვის ბრალდებული მამუკა მანია, მოსამართლე ეკატერინე ბებიას გადაწყვეტილებით, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 20...

SJC-სახელმწიფო წლების განმავლობაში უგულებელყოფდა ციხეებში უხარისხო საკვების პრობლემას

სოციალური სამართლიანობის ცენტრი პენიტენციურ სისტემაში კვების მხრივ არსებულ გამოწვევებს ეხმაურება. "2025 წლის მარტში „რადიო თავისუფლების“...

პაპუაშვილი- საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის არჩეული გზა ევროპულ ღირებულებებს აცდენილია

"ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თურქეთში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 152-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას...