მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ქართული ოცნება" ან რეალურად წამოვა კომპრომისზე, ან ყველა გათვლით დაკარგავს ძალაუფლებას"...

“ქართული ოცნება” ან რეალურად წამოვა კომპრომისზე, ან ყველა გათვლით დაკარგავს ძალაუფლებას” – რა ითქვა დღეს ენმ პოლიტსაბჭოს შეხვედრაზე

Published on

ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა დღეს გამართულ პოლიტსაბჭოს შეხვედრაზე ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში არ შევლენ, სანამ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები არ ჩატარდება. სტატუსკვო შეიცვლება მხოლოდ ორი გზით: ან “ქართული ოცნება” რეალურად წამოვა კომპრომისზე, ან “ქართული ოცნება” ყველა გათვლით დაკარგავს ძალაუფლებას” 

პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ “გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ გაყალბებული არჩევნების შემდეგ პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის”, თუნდაც 1 წარმომადგენელი მაინც განიხილავს შესვლას არის უბრალოდ, “ქართული ოცნების” ოცნება. კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაფიქსირდა, რომ თუ არ ჩატარდება ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები, რაც გვესახება მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ გამოსავლად პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, “ნაციონალური მოძრაობა” არ იქნება ფასადური დემოკრატიისთვის ხელშემწყობი პოლიტიკური პარტია.  

“ნაციონალური მოძრაობის” ერთერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ პარტია არის ერთიანი იმ პირობებთან დაკავშირებით, რომლითაც დღეს ოპოზიციის წარმომადგენლები ელჩებთან წარდგებიან.

“შევთანხმდით იმაზე, რომ პოლიტსაბჭო მხარს უჭერს მოპალარაკების იმ პირობებს, რომელიც შეათანხმა ოპოზიციამ იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტიიდან იყოს ერთიანი პოზიცია ამ პირობებთან დაკავშირებით, რომლითაც დღეს წარდგება ოპოზიცია ელჩებთან მოლაპარაკებების პროცესში. რა არის ეს პირობები ამას გაგაცნობენ პოლიტიკური პარტიები ელჩებთან შეხვედრის შემდეგ და ჩვენი სურვილია, რომ საჯაროდ დაიწყოს დისკუსია ამ პირობებზე. სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ვქმნით სივრცეს შეთანხმებისთვის, ბურთი იქნება „ქართული ოცნების“ მოედანზე და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო გახდეს ჩვენი წინადადებები იმიტომ, რომ საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რეალურად დღეს, ვის სურს დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა და ვის სურს, პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება”, – თქვა სალომე სამადაშვილმა

რაც შეეხება მმართველ გუნდს, პარტიის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ “ქართული ოცნება” ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ განიხილავს და მეათე მოწვევის პარლამენტი არ იქნება ერთპარტიული. 

დღეს, 4 ნოემბერს, ელჩებს ოპოზიციის ყველა ლიდერი ერთად შეხვდება და თავიანთ წინადადებას გააცნობენ. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მზად არიან “ქართულ ოცნებასთან” შეხვედრის მესამე რაუნდისთვის. 

სიახლეები

მოსამართლე ბუგიანიშვილმა ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

ზურაბიშვილი ოცნებას: “მეცოდებით!”

"საზოგადოებაში თქვენი ხელით დათესილმა შიშმა, დღეს თქვენს ბანაკში გადმოინაცვლა"- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი...

ირანის უზენაეს ლიდერად დაინიშნა მოკლული ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი

ირანის წამყვანმა რელიგიურმა მოღვაწეებმა ქვეყნის უზენაეს ლიდერად დანიშნეს დაღუპული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის...

სად რა ხდება ახლო აღმოსავლეთში: მდგომარეობა 9 მარტისთვის

- ჯიმი ლევი - წუხელ მთელი ღამე იბომბებოდა ისრაელი ირანიდან და ლიბანიდან. დაფიქსირდა კასეტურშიგთავსიანი რაკეტების...