მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკავილი: ნაციონალური მოძრაობა შეკრულია ქართველი ერის ინტერესების საბრძოლველად ისე ძლიერად, როგორც...

მიხეილ სააკავილი: ნაციონალური მოძრაობა შეკრულია ქართველი ერის ინტერესების საბრძოლველად ისე ძლიერად, როგორც არასდროს!

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” დღეს, 4 დეკემბერს გამართულ პოლიტიკურ საბჭოს სხდომას ეხმაურება და წერს, რომ პარტია შეკრულია და განწყობილია ქართველი ერის ინტერესების საბრძოლველად. 

დღეს გაიმართა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელსაც მე ჩავერთე. სხდომა წარიმართა ძალიან საინტერესოდ და მინდა სიამაყით ვთქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა შეკრულია და განწყობილია ქართველი ერის ინტერესების საბრძოლველად ისე ძლიერად, როგორც არასდროს! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ქართველ ხალხთან ერთად. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნა პოლიტსაბჭოს მიერ ერთხმად, რაც ყოველთვის არ ხდება. გადამწყვეტ მომენტში ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის იკვრება ერთ მუშტად!

ძალიან კარგი გამოსვლები ჰქონდათ პოლიტსაბჭოზე ნიკა მელიას, სალომე სამადაშვილს და პარტიის რამდენიმე სხვა ლიდერს. მართლაც, მთელი თანავარსკვლავედი ჩამოყალიბდა ძლიერი პოლიტიკოსების, ჩვენს ძალიან ბრძოლისუნარიან ორგანიზაციაში. – წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

სიახლეები

თურქი ხალხის სახელით გულწრფელ სამძიმარს გიცხადებთ ილია II-ის გარდაცვალების გამო – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძეს სამძიმრის წერილი...

ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე დაესწრება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი, ბართლომე დაესწრება. ფაქტს საქართველოს...

ილია მეორე საპატრიარქოს რეზიდენციიდან გამოასვენეს

ილია მეორე საპატრიარქოს რეზიდენციიდან გამოასვენეს - გარდაცვლილ პატრიარქს სამების საკათედრო ტაძრისკენ წააბრძანებენ. სამგლოვიარო პროცესიაში...

შეიქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებზე იმუშავებს

ილია მეორის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო სხდომა გაიმართა. სამუშაო შეხვედრაზე ცნობილი გახდა,...