ჩხოროწყში ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა-დაშავებულთაგან ერთ-ერთის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ავტოავარია ჩხოროწყუ-მუხურის გზაზე წუხელ იმ დროს მოხდა, როცა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს დაშავებული გადმოჰყავდა და ისინიც ავარიაში მოყვნენ. დაშავდა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის ექიმი და სხვა პერსონალი , მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ერთი დაშავებული, რომლის მდგომარეობაც უფრო რთულია, ქუთაისის რეფერალურ კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო, უწყების ცნობით, საქმე აღძრულია სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით , რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია,.