მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიციის ლიდერები ამერიკის ელჩის რეზიდენციაში მივიდნენ. დღეს მათ დიპლომატებს...

ოპოზიციის ლიდერები ამერიკის ელჩის რეზიდენციაში მივიდნენ. დღეს მათ დიპლომატებს ახალი წინადადებები უნდა გააცნონ

Published on

ამ წუთებში ოპოზიციის ლიდერები ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ინყოფებიან, დღეს მათ დიპლომატებს ახალი წინადადებები უნდა გააცნონ. 

“ჩვენ მოვედით შეჯერებული პოზიციიით, რასაც შევთავაზებთ, რამდენიმე პუნქტია და შემდეგ ალბათ ელჩები გააცნობენ ამას ქართულ ოცნებას ჩვენ შეჯერებულ პოზიციას და შემდეგ იქნება მესამე რაუნდი. ვერ გეტყვით რა პუნქტებია”, – თქვა პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა. 

რა შედეგით დასრულდება ოპოზიციის შეხვედრა, ამას რამდენიმე საათში გავიგებთ. არსებული ინფორმციით, მოლაპარაკებებს აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ესწრებიან.

,,ამ დროის განმავლობაში, ვცდილობთ სხვადასხვა მხარესთან პროგრესს მივაღწიოთ, დრო იწურება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განუცხადა.

მისივე თქმით, პროგესის მიღწევის რეალური შესაძლებლობა არსებობს.

„ვცდილობთ დისკუსიებმა საბოლოო შედეგის სახე მიიღოს და ვიპოვნოთ გამოსავალი, რომელიც პარტიების შეშფოთებებს უპასუხებს. ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას პროგრესს მივაღწიოთ. ჩვენ როგორც ფასილიტატორები, პოლიტიკური პარტიების ხელში ვართ თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ვნახოთ რა შედეგამდე მივალთ”,- განაცხადა ჰარცელმა

სიახლეები

ილიაუნის განათლების სკოლა საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმებას ითხოვს

მიუღებელია „განათლების რეფორმის“ სახელით გამოცხადებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის...

სტუდენტები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

განათლების სამინისტროსთან პროტესტი გრძელდება. სტუდენტები გივი მიქანაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, მიქანაძე ვალდებულია მივიდეს და...

14-15 თებერვალს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 14-16 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 თებერვალს...

ფიშერი- პაპუაშვილი 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე, ის 48 წლისაა, მეტი კომენტარი არ მაქვს

მე ბატონ პაპუაშვილს კარგად ვიცნობ, თუმცა ვიკიპედიის თანახმად, ის სწავლობდა გერმანიაში 4 წლის განმავლობაში...