მთავარისიახლეებიპოლიტიკაცესკო დღეს არჩევნების შემაჯამებელ ოქმს გააფორმებს, ოპოზიცია კი "ლელოს" ოფისში სამოქმედო გეგმაზე...

ცესკო დღეს არჩევნების შემაჯამებელ ოქმს გააფორმებს, ოპოზიცია კი “ლელოს” ოფისში სამოქმედო გეგმაზე მსჯელობს

Published on

ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს, 3 დეკემბერს არჩევნების შემაჯამებელ ოქმს გააფორმებს, ოპოზიცია კი “ლელოს” ოფისში იკრიბება და სამოქმედო გეგმაზე მსჯელობს. მათი თქმით, პოზიციები ერთიანია და მოლაპარაკებების მესამე რაუნდი იმიტომ ჭიანურდება, რომ მმართველ გუნდს კონკრეტული წინადადება არ აქვს.

“ბიძინა ივანიშვილს მოუწევს დათმობაზე წამოსვლა, იმიტომ, რომ ოპოზიცია არის მყარი, და მყარი არის იმიტომ, რომ ხალხის განწყობა არის შესაბამისი. გაყალბდა ამ ქვეყანაში არჩევნები ხალხო, გაყალბდა, გადაიწერა, გადაიჯღაბნა, ეს არის რეალობა, ამ რელაობას ვინც სხვაგვარად შეაფასებს, ის იქნება მხოლოდ დამარცხებული”, – თქვა ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ. 

“ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, მესამე რაუნდზე ხელისუფლების წინადადებას ელოდებიან, რომელსაც შემდეგ ოპოზიცია იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მიიღებს.

“მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, მოთხოვნები იგივეა და მსჯელობენ, როგორ წარსდგნენ ელჩებთან ისე, რომ ეს არ იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...