მთავარისიახლეებიპოლიტიკაკრება დარჩა მხიარული -თამარ ჟვანიას კანტორამ საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული პარტიების შედეგები წარმოადგინა

კრება დარჩა მხიარული -თამარ ჟვანიას კანტორამ საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული პარტიების შედეგები წარმოადგინა

Published on

ცესკოს სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია იოსელიანმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული პარტიების შედეგები წარმოადგინა.

წარმოდგენილი შედეგებით, ყველაზე მეტი მანდატი მე-10 მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიებმა მიიღეს.

“საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ბარიერი 9 საარჩვნო სუბიექტმა გადალახა. #2 – ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია „ ევროპული საქართველო“ მოძრაობა თავისუფლებისთვის“ 3,79%, მიღებული მანდატების რაოდენობა 5.

#5 – ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 27,18% – მიღებული მანდატების რაოდენობა 36.

#8 – დავით თარხან მოურავი ირმა ინაშვილი „პატრიოტთა ალიანსი“ 3,14%, მიღებული მანდატების რაოდენობა 4.

#10 შალვა ნათელაშვილი „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ 1% – მიღებული მანდატების რაოდენობა – 1.

#24 „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“, 1,33% მიღებული მანდატების რაოდენობა 2.

#27 ბლოკი „გიორგი ვაშაძე სტრატეგია აღმაშენებლი“ – 3,15% მანდატების რაოდენობა 4.

#36 „გირჩი 2,89% – მანდატების რაოდენობა 4.

#41 „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 48, 22% მიღებული მანდატების რაოდენობა 60.

#56 „ლელო“ 3,15% მიღებული მანდატების რაოდენობა 4.

რაც შეეხება მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებს, კანონიერ ძალაში შესულია საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები, რომელთა საფუძველზეც, 30-ვე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ წევრებად არჩეული არიან №41 „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატები“, – განაცხადა იოსელიანმა.

იოსელიანის თქმით, შედეგების შეჯამებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა პარლამენტი პირველ სხდომას გამართავს.

„შეჯამების თაობაზე დოკუმენტაციას ცესკო საქართველოს პარლამენტს გადასცემს. საკანონმდებლო ორგანო კი, თავის მხრივ არჩევნების შედეგების შეჯამებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა, გამართავს პარლამენტის პირველ სხდომას. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტი შედგება პროპორციუილი სისტემით არჩეული 120 და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემთ არჩეული 30 პარლამენტის წევრისგან

სიახლეები

მოსამართლე ბუგიანიშვილმა ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

ზურაბიშვილი ოცნებას: “მეცოდებით!”

"საზოგადოებაში თქვენი ხელით დათესილმა შიშმა, დღეს თქვენს ბანაკში გადმოინაცვლა"- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი...

ირანის უზენაეს ლიდერად დაინიშნა მოკლული ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი

ირანის წამყვანმა რელიგიურმა მოღვაწეებმა ქვეყნის უზენაეს ლიდერად დანიშნეს დაღუპული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის...

სად რა ხდება ახლო აღმოსავლეთში: მდგომარეობა 9 მარტისთვის

- ჯიმი ლევი - წუხელ მთელი ღამე იბომბებოდა ისრაელი ირანიდან და ლიბანიდან. დაფიქსირდა კასეტურშიგთავსიანი რაკეტების...