მთავარისიახლეებიპოლიტიკარა ხდება,,გირჩში?'' - ეს ხალხი მხოლოდ ჯაფარას აღიარებს და დანარჩენს ლანძღავს-...

რა ხდება,,გირჩში?” – ეს ხალხი მხოლოდ ჯაფარას აღიარებს და დანარჩენს ლანძღავს- აცხადებს იაგო ხვჩია

Published on

გირჩში არის ხალხი, რომელიც ფიქრობს, რომ გირჩი ერთკაციანი პარტიაა და ასეთად უნდა დარჩეს.
ეს ხალხი გირჩში მხოლოდ ჯაფარას აღიარებს და დანარჩენს სადაც შანსი აქვს, ლანძღავს. – ასე გამოეხმაურა გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ლიდერი, იაგო ხვიჩია Facebook-ზე მწვავე კრიტიკას, რომელიც მის განცხადებას მოჰყვა შს სამინისტროს მიერ იმ პირის დაკავებას, თან დაკავშირებით, რომელსაც ბრალად ედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა და სარგებლობა.

“ანუ?” – დაწერა ხვიჩიამ – “პორნო გადმოწერა, დაასეივა, ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს”. – განაცხადა მან.

ეს ხალხი შანსს არ უშვებს, რომ ჩასაფრებულის პოზიციიდან თავს დამესხას და არ დამკორტნოს. არასდროს, არც ერთ ჩემ მეგობარს და დამფინანსებელს ეს არ უქნია გირჩის სხვა ლიდერის მიმართ, ამიტომ მაინტერესებს, ნუთუ შეძლება ეს ნორმალური იყოს?

ხვიჩია წერს, რომ “ქვეყნის ერთი შეხედვით ყველაზე გამოსულმა ლიბერალურმა საზოგადოებამ დაუმსახურებელი ტალახი ესროლა” და ამის “დამადასტურებელი” რამდენიმე მაგალითი მოიყვანა. 

“კამპანიის შინაარსი ასეთია, დაგაბრალებენ რაღაც სისულელეს და მიუხედავად იმისა, რომ რაც შენ დაგაბრალეს იმას შენც ხმალამოღებული ებრძვი, დისკუსია აქეთ არ მიდის, უფრო სწორად საერთოდ არ მიდის.

დროა, გირჩის ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ საკუთარი პოზიცია გამოხატოს, რადგან რასაც ვუყურებ, ჩემი მლანძღველების ნაწილი მისი მეგობარი და დამფინანსებელია. უბრალოდ გლანძღავენ, ხოლო ვითომ შენი გულშემატკივრები რომლებიც არ გლანძღავენ, შენს მაგინებლებს თითქოს გულისტკივილით ეთანხმებიან რომ შენ ეს არ უნდა გეთქვა. ვიმეორებ, ეს ყველაფერი ხდება ისე, რომ არავის აინტერესებს რეალურად შენ რა თქვი”.- წერს ხვიჩია – აქვე აღვნიშნავ, რომ მე არ ვარ იდეალური ადამიანი, შეცდომებს ვუშვებ, ზოგჯერ გულს ვტკენ ადამიანებს. როგორც წესი, ამას ვაღიარებ და ვცდილობ მეორეჯერ არ დავუშვა.

ყველა ჩემი შეცდომა ვაღიარე ვიღაცასთან და სადაც მოსახდელია იქ ბოდიშსაც ვიხდი.
მაგრამ სადაც ბოდიში მოსახდელი არაა და იხდი, ეგ არც ბოდიშია და არც არაფერს გამოასწორებს.

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს. ტრამპის თქმით, ირანის წინააღმდეგ...

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...

ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების მიზნით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არასწორია

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების მიზნით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არასწორია,...