კორონაპანდემიის პერიოდში სასწრაფო დახმარების სამსახურთან დაკავშირება მუდმივ პრობლემად იქცა, მოქალაქეები ამბობენ, რომ არათუ საათობით დაგვიანება, არამედ ხაზზე დაკავშირებაც კი შეუძლებელია. ადამიანები, რომელთაც კორონავირუსის გარდა სხვა დაავადებები აწუხებთ, განსაკუთრებით ზარალდებიან, რადგან საათობით ოპერატორის მოლოდინში უწევთ ყოფნა. ეს ის პაციენტები არიან, რომელთაც მხოლოდ პირველადი დახმარების იმედი აქვთ.
მიუხედავად მოუწესრიგებელი მომსახურებისა ყველა მოქალაქეს ყოველთვიურად ექვითება 112-ის მომსახურების საფასური. მომხმარებლების განცხადებით, როდესაც კომენდანტის საათია დაწესებული 9 საათის შემდეგ შეუძლებელია დამოუკიდებლად მიაკითხონ საავადმყოფოს, ამ პერიოდში კი 112 მეტად ორგანიზებულად უნდა ასრულებდეს თავის ფუნქციას.
მაშინ, როდესაც დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, სასწრაფო-სამედიცინო დამხარების გაწევა კი შეუძლებელია, 112-ის ოპერატორის მოლოდინში მრავალი ადამიანი დამოუკიდებლად ცდილობს აღმოუჩინოს საკუთარ თავს პირველადი სასწრაფო დახმარება, სამწუხაროდ დაგვიანებული რეაგირება ჯანდაცვის მხრიდან ხშირად ლეტალური შედეგით მთავრდება.