მთავარისიახლეებისაზოგადოება,,მკვლელო, ოროსანო ტიკარაძე, გამოდი და შეხვდი ხალხს"- ჯანდაცვის სამინისტროსთან მისულ აქტივისტებს დაცვა...

,,მკვლელო, ოროსანო ტიკარაძე, გამოდი და შეხვდი ხალხს”- ჯანდაცვის სამინისტროსთან მისულ აქტივისტებს დაცვა და პატრული შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევს

Published on

დილიდან ხმაური და დაპირისპირებაა ჯანდაცვის სამინისტროსთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას და პასუხებს ითხოვენ. დაცვა აქტივისტებს მინისტრ, ეკატერინე ტიკარაძესთან შესვლის საშუალებას არ აძლევს და ეუბნება, რომ ის და მისი მოადგილე შენობაში არ არიან. ცოტახნის წინა აქ საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, აქციის მონაწილეები განსაკუთრებით გააღიზია იმან, რომ პატრული ავტომატებით შეიარაღებული მოვიდა, თუმცა მათ მალევე დატოვეს იქაურობა, აქტივისტების მწვავე რეაქციის გამო.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ მინისტრმა ან დროულად მიიღოს ზომები ხალხის დასახმარებლად ან გაადადგეს. “მკვლელო, ოროსანო ტიკარაძე, გამოდი და შეხვდი ხალხს”, – სკანდირებენ აქციის მონაწილეები. 

“ხალხი იხოცება, დღეს მოთმინებაა დანაშაული, მოვედით რომ ჩამოვიდეს, ის აუცილებლად უნდა გადავაყენოთ, სასწრაფოებს ვეღარავინ ვეღარ მიჰყვათ, იძხის, რომ საწოლები აქვთ და შიგნით ვეღარავის აწვენენ. ავადმყოფი არის უამრავი”, – ამბობს აქციის მონაწილე.

ჯანდაცვის სამინისტროში გამართული აქციის შემდეგ აქტივისტებთან შეხვედრას მინისტრის მოადგილე, გიორგი წოწკოლაური დათანხმდა. მან კაბინეტში საუბარი 4 აქტივისტს შესთავაზა, თუმცა მოგვიანებით თქვა, რომ საუბრის Live რეჟიმში გაშუქება და ტელეფონით გადაღება არ სურდა. აქტივისტებმა მას უთხრეს, რომ სურდათ ხალხს მოესმინათ, თუ რას განიხილავდნენ შეხვედრის დროს. 

წოწკოლაურმა აქტივისტების რამდენიმე კითხვას უპასუხა.”დესტრუქციულად ხართ მოსულები. ვმუშაობთ პრობელმების აღმოსაფხვრელად… მიბრძანდით, ძალიან გთხოვთ რა, ყოველ წამიერად ვმართავთ პრობლემას, რომელსაც ჰქვია პანდემია, მიბრძანდით გენაცვალე, მაცადეთ მუშაობა თქვენ შემოგევლეთ, კითხვაზე პასუხი ვერ მიიღეთ ვერცერთზე?!” – თქვა გიორგი წოწკოლაურმა. 

აქტივისტებმა თქვენს, რომ ეს “შეხვედრა შეხვედრისთვის” იყო, იმისთვის რომ სამინისტროში სიტუაცია განემუხტათ.

პროტესტის მიზეზი კორონავირუსით 19 წლის თეკლა თორდიას და 24 წლის ნინო გულიაკშვილის გარდაცვალებას მოჰყვა.

სიახლეები

პაპუაშვილი- საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის არჩეული გზა ევროპულ ღირებულებებს აცდენილია

"ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თურქეთში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 152-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას...

პენსიონრებზე დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა

"თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით...

ვაიმარის ქვეყნების დელეგაცია ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს ხვდება

საქართველოში ვიზიტით მყოფი ვაიმარის ქვეყნების დელეგაცია ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს ხვდება | ოპოზიციის წარმომადგენლებმა...

რუსული სარაკეტო-დრონული იერიში ოდესაზე – დაღუპულია 8 ადამიანი, დაშავებულია 16

რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო-დრონული იერიშის შედეგად ოდესაში, 16 აპრილის ღამეს, სულ მცირე 8 ადამიანი...